ფეხბურთი

14:46 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესი “ბარსელონას” ერთგულია

კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავი ლიონელ მესი მთელი კარიერის “კამპ ნოუზე” გატარებას გეგმავს. Marca-სთან საუბარში, 26 წლის არგენტინელმა განაცხადა, რომ სხვა კლუბების შემოთავაზებებს არც კი განიხილავს.

“შესაძლოა, ვინმეს ეგონოს, რომ სხვა დიდი კლუბებიც მხიბლავენ, მაგრამ ჩემი ცხოვრება მხოლოდ “ბარსელონას” უკავშირდება. კარიერის დარჩენილი ნაწილიც აქ მინდა გავატარო. სადღეისოდ, ჩვენი გუნდი ჩემპიონობისკენ მიმავალ გზას ადგას. არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება ძალიან მინდა. ეს ჩემი ოცნებაა”, - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელს ტრავმა აწუხებს და ექიმები მის გამოჯანმრთელებას იანვრისთვის ელიან.

 

0.105345