ფეხბურთი

12:12 | 28.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესი “ატლეტიკოსთან” ითამაშებს

 

კატალონიური “ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

26 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის ტრავმა იმავე “ატლეტიკოსთან” პირველ შეხვედრაში მიიღო და იძულებული გახდა, შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ გასულიყო.

როგორც სამედიცინო გამოკვლევამ ცხადყო, დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა. მესიმ პრიმერა დივიზიონის ეგიდით “მალაგასთან” გამართული თამაში გამოტოვა, მაგრამ ახლა უკვე მწყობრშია და ძირითად ჯგუფთან ერთად ემზადება. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ექიმებმა მას დღევანდელ მატჩში მონაწილეობის მიღების უფლება მისცეს.

“ბარსელონას” ვერ დაეხმარება ბრაზილიელი მცველი ადრიანო. მასაც ბარძაყის ტრავმა აწუხებს და მკურნალობის კურსი ჯერ არ დაუსრულებია.

 

 

0.113207