კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ესპანური გამოცემა Mარცა-ს ცნობით, "ბარსელონას" სანაკრებო პაუზის დროს მესის დასვენება უნდოდა და რადგანაც კლუბმა არგენტინის ნაკრებს ოფიციალური მოთხოვნა არ გაუგზავნა, მთავარმა მწვრთნელმა ალეხანდრო საბელიამ ლიონელ მესი გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა.
მიუხედავად ტრავმისა, "ალბისელესტეს" განაცხადში ხავიერ მასკერანოცაა შეყვანილი. არგენტინელი "ბარსელონას" მომდევნო ორ ან სამ მატჩი ვერ დაეხმარება. ესპანური გამოცემისვე ცნობით, მასკერანო პერუს წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს.
გიორგი ბალახაძე