კატალონიური “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი სამშობლოში გაემგზავრა და ტრავმის შემდგომ აღდგენით პროცესს არგენტინაში განაგრძობს.
“ოქროს ბურთის” ოთხგზის მფლობელმა, “ბეტისთან” ესპანეთის პრიმერადივიზიონის მატჩში მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა და დაახლოებით ორი თვე ვერ ითამაშებს.
El Mundo Deportivo-ს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი არგენტინაში დღეს დილით გაემგზავრა და რეაბილიტაციის კურსის დასრულებამდე იქ დარჩება. აღსანიშნავია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მასთან ერთად იქნებიან “ბარსელონას” ექიმები რიკარდუ პრუნა და ელვიო პაულოროსო.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 11 მატჩში მესიმ 8 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.