ფეხბურთი

11:11 | 7.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესი: “აბიდალისა და ვილანოვას ავადმყოფობამ ძლიერ იმოქმედა”

კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ, ესპანურ პრესასთან უკანასკნელი წარუმატებელი პერიოდის შესახებ ისაუბრა. არგენტინელს მიაჩნია, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ერიკ აბიდალისა და ტიტო ვილანოვას ავადმყოფობამ გუნდზე დიდად იმოქმედა. 

“იმან, რაც აბიდალსა და ვილანოვას დაემართათ, გუნდზე დიდად იმოქმედა. მიუხედავად ამისა, ეს თავის გასამართლებლად არ უნდა გამოვიყენოთ. ძლიერი გუნდი ვართ და ფეხზე აუცილებლად დავდგებით”, - განაცხადა მესიმ. 
შეგახსენებთ, რომ ვილანოვასაც და აბიდალსაც ექიმებმა სიმსივნე აღმოუჩინეს, რის გამოც ორივე მათგანმა რიგი ოპერაციები გადაიტანა.
0.117758