ფეხბურთი

20:13 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესი 2-3 კვირას გამოტოვებს

მსოფლიოს ბოლო 4 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გუნდის დახმარებას უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს. ამის მიზეზი “ალმერიასთან” გამართულ მატჩში მიღებული ტრავმაა.

შაბათს გამართული შეხვედრის 21-ე წუთზე, მესიმ ტრავმა საგოლე დარტყმის განხორციელების დროს მიიღო. როგორც გაირკვა, არგენტინელს მარჯვენა ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული.

“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “სელტიკთან” და “ვალიადოლიდთან” მესის თამაში გამორიცხულია. შესაძლოა, მან ვერც “ოსასუნასთან” ითამაშოს.

0.109258