ფეხბურთი

19:33 | 28.09.2013 | ნანახია 3411 - ჯერ

მეშვიდეს წინ: "მერანი" ყველაზე რთული გამოცდის წინ

უმაღლესი ლიგის განვლილ 6 ტურში გასულია 82 გოლი, ანუ საშუალოდ ერთ მატჩში 2,3 გოლი. მწირი შედეგიანობაა, თუმცა მივეჩვიეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატში ხშირია უგოლო ფრეები, ან ერთგოლიანი შეხვედრები. ზოგიერთ მატჩში, კარში დარტყმაც კი იშვიათია, თუმცა საბედნიეროდ, კარგი თამაშებიც გამოერევა ხოლმე.

კვირას მეშვიდე ტურის 5 მატჩი გაიმართება, მეექვსე კი ორშაბათს, ქუთაისში ჩატარდება. ძნელია, ცენტრალური შეხვედრა გამოარჩიო, რადგან სეზონი მაინც ახალი დაწყებულია, თუმცა, თუ კონკრეტულად ერთზე მიდგა საქმე, თბილისის "დინამოსა" და მარტვილის "მერანის" დაპირისპირებას დავასახელებდით. ამ შეხვედრას პირველი არხიც აჩვენებს პირდაპირი ეთერით.

"სიონი" (ბოლნისი)-"ჩიხურა" (საჩხერე) 

29 სექტემბერი. 16:00. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 

დისკვალიფიცირებული: ლაშა პარუნაშვილი (სიონი).

მსაჯები: გ. ვადაჭკორია; ბ. ჭიჭინაძე, ლ. თოდრია; ო. ხეცაძე.

ეს კლუბები წინა თასის გათამაშების ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და "ჩიხურა" დაძაბულ ბრძოლაში (2:0, 0:1) გავიდა ფინალში, რითაც ევროსაგზური გაინაღდა. განგებ ვთქვით "ეს კლუბები" და არა "ეს გუნდები", რადგან მას შემდეგ შემადგენლობები საკმაოდ შეიცვალა. ამ სეზონში "ჩიხურა" უკეთ გამოიყურება და ყველაზე შედეგიანი გუნდია ჩემპიონატში.

დიმიტრი ტატანაშვილი უკვე მერამდენე ქართულ კლუბში ამტკიცებს, რომ კარგი ფორვარდია. საერთოდაც, სოსო ფრუიძეს გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს და ვფიქრობთ, "სიონს" იოლი მატჩი არ ექნება. არადა, ბოლნისელებს ექვსეულში გასვლა თუ სურთ, აქედანვე უნდა მოუმატონ, თორემ მერე გვიან იქნება.

შემადგენლობას როცა ვახსენებთ, არც "სიონია" ჯაბანი – გიორგი კიკნაძეს ჰყავს როგორც 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელები, ასევე 21-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეები. ერთი რამ აუცილებლად აღსანიშნავია: "სიონს" ბევრი აკლდება იმით, რომ საკუთარ "თამაზ სტეფანიაზე" ვერ თამაშობს. იქ, მხოლოდ 100 კაციც რომ მივიდეს, მეტოქე უკვე წნეხში ექცევა.        

 

"მეტალურგი" (რუსთავი) – "ზუგდიდი"'M

29 სექტემბერი. 16:00. რუსთავი. "ფოლადი"

დისკვალიფიცირებული: ლუკა გუგუჩია (ზუგდიდი)

მსაჯები: ლ. სილაგავა; ზ. მენთეშაშვილი, ზ. ბერულავა; ა. ბალსეჰლო.

რუსთაველებისგან უკეთეს სტარტს ელოდნენ, რეალობა კი ისაა, რომ ბევრ გოლს უშვებენ. შეკრება "ფენერბახჩეს" ბაზაზე, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატება – ჯერჯერობით, ეს თვალსისაცემი ვერაა და ისე მოხდა, რომ გელა სანაიას გუნდმა, ჩემპიონატისთვის სპონტანურად მომზადებულ "გურიასთან" წააგო.

რაც შეეხება "ზუგდიდს", მათი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და ჯერჯერობით, კლიმენტი წიტაიშვილის გუნდი, სხვების ფონზე, ძალიან სუსტად სულაც არ გამოიყურება. ზუგდიდელებს გოლების გატანა უჭირთ და კიდევ უფრო გაუჭირდებათ დისკვალიფიცირებულ ლუკა გუგუჩიას გარეშე, თუმცა ვნახოთ: მებრძოლი ხასიათი რომ აქვთ, ეს "სიონთან" მატჩშიც დაამტკიცეს.

"დილა" (გორი) – "სპარტაკი" (ცხინვალი)

29 სექტემბერი. 16:00. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"

დისკვალიფიცირებული: კახა ალადაშვილი (დილა)

მსაჯები: ჯ. ხორავა; გ. ჩიგოგიძე, ზვ. ერქვანია; ბ. ნინუა.

"დილას" ჩემპიონატში 1 სექტემბრის შემდეგ არ მოუგია, მას შემდეგ კი, სამმა ტურმა განვლო. გიორგი დევდარიანის გუნდი უჩვეულო სერიის შეწყვეტას შეეცდება და თუ მეტოქის ცხრილში არსებულ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, მოგება თითქოს არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა "სპარტაკიც" კარგ ხასიათზე ხვდება თამაშს: მათ "ზესტაფონს" აჯობეს, ხოლო თასზე, ქუთაისში 2:2 დაასრულეს "ტორპედოსთან".

გიორგი ილურიძისა და ლაშა გვალიას სწრაფად შეცვლა იოლი არაა. "დილას" წაფორხილებაც, სწორედ ამას უნდა მივაწეროთ.  

 “ზესტაფონი" – "გურია" (ლანჩხუთი)

29 სექტემბერი. 18:00. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"

დისკვალიფიცირებული: ილია კანდელაკი (ზესტაფონი), თენგიზ ჩიკვილაძე (გურია).

მსაჯები: ხ. გაგნიძე; ი. უკლება, დ. ჩიგოგიძე; მ. ბეუქლიშვილი.

გუნდები, რომლებმაც ყველაზე ბოლოს დაიწყეს ჩემპიონატისთვის მზადება. ზედიზედ ორი დასანანი მარცხი განიცადა რატკო დოსტანიჩის "ზესტაფონმა", თანაც, ორივეჯერ ბოლო წუთებზე: "სპარტაკთან" და თასზე "სიონთან". გუნდს ერთადერთი მოგება აქვს და ვინც იმ მატჩს უყურა, დაგვერწმუნება, რომ უცნაურია "ზესტაფონის" ასეთი მდგომარეობა ცხრილში – ვგულისხმობთ "დილასთან" 2:0 მოგებას, სადაც დოსტანიჩის გუნდმა პირწმინდად აჯობა მეტოქეს. "ზესტაფონს" ინდივიდუალურად კარგი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა არაა ტემპი, ჟინი და კომბინაციური თამაში.

"გურიას" კი ქება ეკუთვნის. დავით მახარაძის გუნდის ბედი ჰაერში იყო გამოკიდებული, დღეს კი, ცხრილში მეხუთე ადგილზეა. გურულებმა ჩემპიონატში შინ 9 შესაძლებლიდან 9 ქულა აიღეს, მაგრამ უკუშედეგი აქვთ გასვლაზე – ნული ქულა და ასევე ნული გატანილი გოლების გრაფაში. 

ერთიც: "ზესტაფონმა" წინა სეზონში ერთ-ერთი მტკივნეული დარტყმა, სწორედ "გურიასგან" მიიღო, თასის მერვედფინალში გასვლაზე 1:0 მოგების შემდეგ, შინ 2:3 წააგო და გავარდა.     

 

"დინამო" (თბილისი) – "მერანი" (მარტვილი)

29 სექტემბერი. 18:00. თბილისი. "დინამო არენა"

მსაჯები: ი. ცაუნე (ლატვია); ა. ლემკინსი (ლატვია), ი. ტაგიევსი (ლატვია); გ. დოგრაშვილი.

თბილისის "დინამომ", ცუდი სტარტის შემდეგ, იპოვნა თავისი თამაში და გოლების იშტაზე მოვიდა. ჩემპიონატ_თასიანად, ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო, საერთო ანგარიშით 16:0. შთამბეჭდავია, თუმცა ისიც გავითვალისწინოთ, რომ დუშან უჰრინის გუნდი, ამ 4 შეხვედრაში, მოწინავე კლუბებს არ შეხვედრია.

მარტვილის "მერანი" კი, აგერ, უკვე მესამე სეზონია, რიგიანად თამაშობს, ასეთი კარგი სტარტი კი მაინც არ ჰქონია. სიმპათიას იმსახურებს ეს გუნდი და მისი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია, რომელიც, საფეხბურთო წრეში ჩახედული ადამიანების საერთო აზრით, ჭკვიანი და საქმის მცოდნე სპეციალისტია. ამას რა სჯობს – ბოლო წლებში, სხვა თუ არაფერი, ახალგაზრდა მწვრთნელების პროგრესი შეინიშნება.

დღეს "მრეანი" მხოლოდ ქულით ჩამორჩება "დინამოს" და დიდწილად, "დინამო არენაზე" გამოჩნდება ამ გუნდის ძალა. ოღონდ ძალა იმისა, შესწევს თუ არა ლიდერთა ჯგუფში ტრიალი, თორემ საშუალოებში აქამდეც იყო.    

საინტერესოა, რომ შეხვედრას ლატვიელი მსაჯები მოემსახურებიან.

"ტორპედო" (ქუთაისი) – "ვიტ ჯორჯია" (თბილისი)

30 სექტემბერი. 17:00. ქუთაისი. ცენტრალური სტადიონი.

მსაჯები: ა. კრიჭაშვილი; ზ. ფიფია, კ. ტეფნაძე; თ. გვანცელაძე. 

ქუთაისის "ტორპედო" ერთადერთი წაუგებელი გუნდია ჩემპიონატში. ჟერარდ სარაგოსას ახალგაზრდული გუნდი კიდევ იმითაა გამორჩეული, რომ ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული (3). მართალია, გატანილიც ძალიან ცოტა აქვთ (6), მაგრამ მოდით, შევთანხმდეთ: "ტორპედო" მოსალოდნელზე უკეთ გამოიყურება. ზოგი სულაც კატასტროფას ელოდა ამ გუნდისგან, არიქა, "საბავშვო ბაღი" სირცხვილს ჭამსო. და შედეგი? თურმე, შესაძლებელია საქართველოს ჩემპიონატში ახალგაზრდებზე დაყრდნობა. 

რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიას", მგონი, წინა სეზონისგან განსხვავებით, იზრდება გუნდი. ნელი ტემპით, მაგრამ მაინც. ვიტელები ლიდერებთან კვლავაც ვერ ყოჩაღობენ, თუმცა თავის კბილა გუნდებთან ურიგოდ არ გამოიყურებიან. ცხრილის შუაში არიან და ბოლო 2-3 წელიწადში ესეც სანატრელი ჰქონდათ.   

 

სატურნირო მდგომარეობა

1      დინამო                   6             4             1            1           11:4         13            
2 ჩიხურა 6 4 0 2 13:8 12
3 მერანი 6 4 0 2  9:7  12
4 ტორპედო 6 3 3 0  6:3 12
5 გურია 6 3 0 3  6:8   9 
6 ვიტ ჯორჯია 6 2 2 2  7:5  8
7 დილა 6 2 2 2  7:7  8 
8 მეტალურგი 6 2 2 2  6:9  8 
9 სიონი 6 2 1 3  7:7  7
10 ზუგდიდი 6 1 2 3  3:9   5
11 ზესტაფონი 6 1 1 4  5:7  4
12 სპარტაკი 6 1 0 5  2:8  3

 

მეგოლეები: 4 – დიმიტრი ტატანაშვილი ("ჩიხურა"), 3 – გრიგოლ დოლიძე, ირაკლი მოდებაძე (ორივე - “დილა”), დორინ გოგა ("დინამო"), ლადო ახალაია (“სიონი”), ირაკლი ქობალია ("ზესტაფონი")

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.




კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:32 | 28.09.2013
WPWW (533)

არა დილა უეჭველი მოიგებს

სიონი-ჩიხურა ნაკლები
დილა-სპარტაკი 1
მეტალურგი-ზუგდიდი 1
დინამო-მერანი მეტი
ტორპედო-ვიტ ჯორჯია 1
ზესტაფონი-გურია 1

100% ბილეთია

23:56 | 28.09.2013
dato.nanava (2529)

ტორპედო X მგონია

23:22 | 28.09.2013
dato.nanava (2529)

ნეტა სიონმა მოიგოს

22:47 | 28.09.2013
დროგბა (16450)

დილა მაგრად არის გაბანდავებული და შეილება ვერ მოიგოს ხვალე არ გაგიკვირდეთ

22:07 | 28.09.2013
levani82 (41682)

tishi დინამოს დუბლები ხელწამოსაკრავი არ არის და მოდი ასე ვთქვათ ეგ თამაში ერთიანშია. ვიტ ჯორჯიასთან, რომ წააგეს მაგან არ მოგატყუოს

22:02 | 28.09.2013
Torres9 (12692)

ხვალ ზესტაფონში დადებით შედეგს უნდა მივაღწიოთ,უკრაინელებიც ითამაშებენ

21:59 | 28.09.2013
FCT GIO (156)

აუუ რა იგინებს ახლა ლატვიურად )

21:40 | 28.09.2013
tishi (116)

მიმდინარე ზესონში მერანის ყველა გუნდი წარმატებით გამოდის. ჭაბუკების, დუბლების და ძირითადი. ბრავო მერანს. ძალიან მაგრები ხართ ბიჭებო. გაახარეთ ქართული ფეხბურთის ჭეშმარიტი გულშემატკივარი. ხვალ და ზეგ ძირითადს და დუბლებსაც წარმატებებს გისურვებთ. ეს წარმატება დარწმუნებული ვარ დინამოს გულშემატკივრებსაც არ დასწყვიტავს გულს.(ვგულისხმობ მერანის ორივე გუნდის წარმატებას). ჭაბუკებმა დღეს მოიგეს ჩიხურასთან 3:0.

21:29 | 28.09.2013
tishi (116)

გაცნობებთ ჩემს პროგნოზებს. ამის ალტერნატივა არ არსებობს. გისურვებთ წარმატებებს.


სიონი - ჩიხურა X
მეტალურგი – ზუგდიდი 1
დილა – სპარტაკი X
ზესტაფონი – გურია 1
დინამო – მერანი X
ტორპედო – ვიტ ჯორჯია 1X

21:20 | 28.09.2013
dinamotb1925 (1350)

ხვალ დიდი ანგარიშით უნდა მოვიგოთ!

21:20 | 28.09.2013
tishi (116)

მოგესალმებით,
ვიცი, რომ ყველა ვინც კომენტარებს აკეთებთ გიყვართ ფეხბურთი. მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ დინამოს მართო სახელის გამო ნუ მისცემთ უპირატესობას. ანუ თქვენ თვლით რომ დინამო უპირობოდ მოუგებს მერანს. არა მეგობრებო. დინამო-მერანი დამთავრდება ფრედ. მერანში თამაშობენ ძალიან მშრომელი და კარგი ფეხბურთელები.ამას ხვალ ნახავთ თუ მოხვალთ სტადიონზე. თუ ვერ მოხვალთ შეგიძლიათ უყუროთ პირდაპირ ეთერში.წაემატება მერანს და წარმატება ქართულ ფეხბურთს.

20:59 | 28.09.2013
dioreto (551)

ამ ჩემ ფეხებს თუ ლატვიელი მსაჯობს.რისთვის მოყავთ ვაბშე??

20:57 | 28.09.2013
Torres9 (12692)

aq statia ro gaashanshalet ar unda dawerot am latvielebze?tu arc tqven icit

21:23 | 28.09.2013
kutaiseli7 (1475)

მაგდენი რომ ესმოდეთ....

20:49 | 28.09.2013
levani82 (41682)

mamuka-geo

დინამო-მერანი 3-0

ზესტა-გურია 1-1 ან 1-2

20:41 | 28.09.2013
mamuka-geo (4522)

დინამო მერანი 4-0. ზესტა გურია 2-1.

20:32 | 28.09.2013
dato.nanava (2529)

ლატვიელები იმიტომ მსაჯობენ რომ უეფამ გააკეთა ასე. ჩვენი მსაჯები იქ იმსაჯებენ

13:19 | 29.09.2013
dato.nanava (2529)

დომენტიმ თქვა ასე

20:41 | 28.09.2013
mamuka-geo (4522)

კარგი მოფიქრებაა, ამ ტურში იქნება თუ სულ ასე იქნება აწი?

13:19 | 29.09.2013
dato.nanava (2529)

არ ვიცი

21:09 | 28.09.2013
dioreto (551)

ყველა მსაჯი სიღIა

20:19 | 28.09.2013
levani82 (41682)

სიონი - ჩიხურა X2
მეტალურგი – ზუგდიდი 1
დილა – სპარტაკი 1(გუნდს აქ ეძლევა იმის შანსი, რომ ეს 3 მოუგებელი თამაში შეწყვიტოს)
ზესტაფონი – გურია X2
დინამო – მერანი 1 (უპირობოდ)
ტორპედო – ვიტ ჯორჯია 1X

20:41 | 28.09.2013
gogga78 (901)

ზესტაფონი მოუგებს გურიაას

20:17 | 28.09.2013
Becks23 (1117)

როდის გვეღირსება ნეტა ყველა გუნდი რო საკუთარ სტადიონზე თამაშობდეს და ერთი-ორი გუნდი ევროტურნირებზე გვყავდეს როდიიის.

20:10 | 28.09.2013
Torres9 (12692)

latvielebi rato msajoben ra xdeba siaxleea rame?

20:02 | 28.09.2013
რაჭა (10043)

მერანს სხვა გუნდებთან შედარებით მწირი რესურსები აქვს, მაგრამ მანც წარმატებით გამოდის ჩემპინატში, ამის მიუხედავად "დინამომ" უნდა მოიგოს თან დიდი ანგარიშით.
საინტერესო იქნება "ტორპედო" (ქუთაისი) – "ვიტ ჯორჯია" (თბილისი).

0.148326