სხვა

19:56 | 17.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

მესამე წრე ფინიშს მიუახლოვდა

გლდანის ჯემალ ცერცვაძის სახელობის დარბაზში მიმდინარე ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა დღეს მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა. პირველი შეხვედრა “ქუთაისსა” და სტუ-ს შორის გაიმართა, რომელშიც იმერლებმა, დაძაბულ ბრძოლაში,  სამბურთიანი სხვაობით 35:32 დაამარცხეს მეტოქე, სსაუ-“თბილისის” ერთობლივმა გუნდმა კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა, ამჯერად “ბათუმს” მოუგო 29:25, ხოლო უკონკურსოდ მონაწილე აზერბაიჯანის ნაკრებმა ერთბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა “ქარიშხალასთან” 28:27.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის მე-3 წრე ხვალ მთავრდება და ერთმანეთს სსაუ-“თბილისი”-“ქუთაისი”, “ბათუმი”- “ქარიშხალა: და სტუ-აზერბაიჯანი დაუპირისპირდებიან. ეროვნულ ჩემპიონატს დაუმარცხებლად სსაუ-“თბილისი” ლიდერობს.
 

 

მაკა თოიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093422