საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა გიორგი მესაბლიშვილმა (55 კგ) სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ - კეიპთაუნში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი შეხვედრა მოიგო და ჩემპიონობას ორი მეტოქის ძლევაღა აშორებს. ნახევარფინალში მესაბლიშვილი რუს სახავატ გაჯიევს დაუპირისპირდება, ხოლო მეორე ფინალისტი ყაზახი სერიკატ ზაკეტაიევისა და ტაივანელი მინგ იენ ცაის წყვილში გამოვლინდება. უმსუბუქეს წონაში, საქართველოს სახელით ლერი ჭელიძემაც იჭიდავა, მაგრამ საწყის ეტაპზევე წააგო.
დღეს, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა კიდევ ერთ წონაში – 60 კილოგრამშიც გამოვლინდებიან. ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა გიუნაშვილი მეოთხედფინალამდე გამოეთიშნენ ტურნირს და შესაბამისად, საპრიზო სამეულები მათ გარეშე შეივსება.
ოთარ მაღლაკელიძე







