ფეხბურთი

3:15 | 7.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მერვედფინალი “ბარსამ” და “ატლეტიკომაც” გაინაღდეს

 

ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ 2 მერვედფინალისტი გამოვლინდა. “ბაიერნისა” და “სიტის” შემდეგ, ჯგუფური ეტაპი წარმატებით ესპანურმა გუნდებმა, “ბარსელონამ” და “ატლეტიკომ” დასძლიეს.

“ბარსელონა” ცუდ დღეში მყოფ “მილანს” მასპინძლობდა. მართალია, კატალონიელებს ანგარიშის გასახსნელად არბიტრის დახმარება დასჭირდათ, მაგრამ საერთო ჯამში, ხერარდო მარტინოს გუნდმა დამაჯერებლად მოიგო.

შეხვედრის 30-ე წუთზე, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, გაუგებარი მიზეზით, სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. სტანდარტის შესასრულებლად მესი მივიდა, რომელსაც გოლი ბოლო 3 თამაშში არ გაეტანა, მაგრამ “მილანის” კარის აღება არგენტინელი ვარკვლავის ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ მან ზუსტად დაარტყა. მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც, ჩემპიონთა ლიგაზე, “მილანს” 6 გოლზე მეტი გაუტანა. თავის მხრივ, არც თავად მესის გაუტანია, ამ ტურნირზე, რომელიმე სხვა გუნდის კარში 6 ბურთზე მეტი.

მესის გოლიდან ათ წუთში, ჩავის ჩაწოდებას ბუსკეტსის დარტყმა და სხვაობის გაზრდა მოჰყვა.

ტაიმის ბოლო წუთზე, მარცხენა ფლანგიდან შეტევის დროს, კაკას ჩაწოდების შემდეგ, პიკემ ბურთს მიმართულება შეუცვალა და სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს.

მე-2 ნახევარი “მილანმა” აქტიურად კი დაიწყო, მაგრამ “ბარსამ” თამაშის სადავეები ხელთ ნელ-ნელა იგდო და შეხვედრის ბოლო ნაწილმა კატალონიელთა სრული დომინირებით ჩაიარა. 83-ე წუთზე, “ბარსელონასთვის” და მესისთვის დამახასიათებელი გოლი გავიდა – არგენტინელმა მოედანზე ცოტა ხნის შესულ ფაბრეგასთან ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშა, მეტოქე ერთი მოძრაობით მოატყუა და მეკარესთან პირისპირ გასულმა დუბლი გაიფორმა.

აქამდე, ჩემპიონთა ლიგაზე, არცერთ ფეხბურთელს არცერთი გუნდის კარში 8 გოლი გატანილი არ ჰქონდა. რეკორდსმენი კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელსაც “აიაქსი” 7-ჯერ ჰყავდა დამწუხრებული. ახლა კი, მესის “მილანის” კარში უკვე 8 ბურთი დაუგროვდა.

“ბარსელონას” ამ მოგებით კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა. ჩავი ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-80 თამაში მოიგო და რაულ გონსალესს გადაასწრო, რომელთან ერთადაც, აქამდე, პირველ-მეორე ადგილებს იყოფდა.

უქულოდ დარჩენის მიუხედავად, “მილანმა” მე-2 ადგილი მაინც შეინარჩუნა. იტალიელები ამას “აიაქსს” უნდა უმადლოდნენ, რომელმაც “სელტიკი” დაამარცხა. ამსტერდამელებმა 3 ქულა ლამაზი კომბინაციისა და შონეს ზუსტი დარტყმის წყალობით აიღეს.

1/8-ფინალის საგზური, მოლოდინისამებრ, იოლად მოიპოვა “ატლეტიკომ”, რომელმაც ვენის “აუსტრიას” 4 უპასუხო ბურთი გაუტანა. მადრიდელები მეტსაც გაიტანდნენ, დიეგო კოსტას თერთმეტმეტრიანი რომ გამოეყენებინა.

იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფის მე-2 თამაში ფრედ დასრულდა, “ატლეტიკომ” პირველი ადგილიც გაინაღდა.

კვლავ ძალიან დაძაბული სიტუაციაა F ჯგუფში. მე-4 ტურში მოგებით “არსენალი” და “ნაპოლი” კი გალიდერდნენ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ 3 ქულით უკან მყოფ “დორტმუნდს” ნეაპოლელებზე უკეთესი კალენდარი აქვთ დარჩენილი, უნდა ითქვას, რომ “სიკვდილის ჯგფუფში” მთავარი ბრძოლები წინაა.

დღის ცენტრალური დაპირისპირება დორტმუნდში გაიმართა. 2 კვირის წინათ ლონდონში მოგების შემდეგ, იურგენ კლოპის გუნდმა “არსენალს” უმასპინძლა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მიმდინარე სეზონში ძალიან კარგად ათამაშებულმა აარონ რემზიმ გაიტანა, რომელმაც, 62-ე წუთზე, ვაიდენფელერის კარი თავური დარტყმით აიღო.

“დორტმუნდთან” გამართული მატჩი 150-ე იყო, რომელიც არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა. ფრანგი სპეციალისტი მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონს (190 თამაში) ჩამორჩება.

3 ქულის მოპოვება გაუჭირდა “ნაპოლის”, რომელმაც ჯგუფის აუტსაიდერ “მარსელს” ანგარიშის გახსნის საშუალება მისცა. ფრანგები მე-10 წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ 22-ე და 24-ე წუთებზე გატანილი გოლების წყალობით, მასპინძლები წინ მალევე გავიდნენ. “ნაპოლის” პირველი გოლი ეფექტური გამოვიდა. ინლერმა საჯარიმოს გარედან ლამაზად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.

მე-2 ტაიმის დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთში, ნეაპოლელთა კარი ტოვინმა აიღო და ტაბლოზე საყაიმო შედეგი დაგიქსირდა, ხოლო 75-ე წუთზე, იგუაინმა, ცარიელ კარში გატანით, დუბლი გაიფორმა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

სამუელ ეტოოს, ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი “შალკეს” კარში ჰქონდა გატანილი. ეს 2001 წელს მოხდა, როდესაც კამერუნელი ესპანურ “მალიორკაში” თამაშობდა. მას შემდეგ, ეტოომ, ჩემპიონთა ლიგაზე, გოლები “ბარსელონასა” და “ინტერის” მაისურით გაიტანა და ახლა მე-4 გუნდის ჯერიც დადგა. კამერუნელმთა თავდამსხმელმა, “ჩელსის” მაისურით, თავი ევროტურნირებზე პირველად გამოიჩინა და ეს მან მისთვის ნაცნობ “შალკესთან” გამართულ მატჩში მოახერხა. ლონდონელებმა გელზენკრიხენელები კვლავ 3:0 დაამარცხეს და ჯგუფიდან გასვლის საკითხი თითქმის გადაწყვიტეს.

ეტოომ პირველი გოლი კურიოზულ სიტუაციაში გაიტანა – მას მეკარის მიერ ცუდად მოგერიებული ბურთი მოხვდა. მე-2 ტაიმის დაწყებიდან ათიოდ წუთში, ვილიანის სოლორეიდს ეტოოს მეკარესთან პირისპირ გასვლა და კამერუნელის მიერ დუბლის გაფორმება მოჰყვა. ჟოზე მოურინიომ, ეტოოს ნაცვლად მოედანზე ბა შეუშვა, რომელმაც თავისი გოლი 83-ე წუთზე, ლემპარდის გადაცემის შემდეგ გამოიჩინა.

“შალკეს” გადასწრების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან “ბაზელმა”, რომელმაც საკუთარ კედლებში “სტიაუა” ვერ დაამარცხა. სტუმრები თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში იგებდნენ და შვეიცარიელებმა გათანაბრება მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე მოახერხეს.

 

E ჯგუფი

ბაზელი-სტიაუა 1:1 (0:1)

ბაზელი, “სენტ იაკობ პარკი”

ბაზელი (4-2-3-1): სომერი, ვოსერი, შარი, ივანოვი, ქსაკა, დიე, ფრაი (დიასი 78), სალაჰი (დეგენი 84), დელგადო (სიო 66), შტოკერი, შტრელერი.

მწვრთნელი: მურათ იაქინი.

სტიაუა (4-2-3-1): ტატარუშანუ, გეორგიევსკი, სზუკალა, გარდოში, ლატოვლევიცი, ბურჩეანუ, პინტილი (ფილიპი 46), პოპა, სტანჩიუ (ჩიფჩიუ 62), ტანასე, პიოვაჩარი (კაპეტანოსი 76).

მწვრთნელი: ლაურენტიუ რეგჰეკამპფი.

გოლები: 0:1 პიოვაჩარი (17), 1:1 სიო (90+1).

გაფრთხილებები: ივანოვი 42, შარი 80, დეგენი 86 – სზუკალა 11, პიოვაჩარი 27, ბურჩეანუ 41.

მსაჯი: ოლეგარიო ბენკუერენსა (პორტუგალია).

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 9 (6)-7 (4), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 0-4, სეივი: 3-5, ჯარიმა: 18-13.

 

ჩელსი-შალკე 3:0 (1:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-3-3): ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა, რამირესი, მიკელი, ოსკარი (ლემპარდი 81), ვილიანი, ეტოო (ბა 77), შიურლე (დე ბრუინე 78).

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი, უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, აოგო, ჯონსი, ნოიშტადტერი, დრაქსლერი (კლემენსი 62), ბოატენგი (კოლასინაცი 77), ფუხსი (მაიერი 67), სზალაი.

მწვრთნელი: იენს კელერი.

გოლები: 1:0 ეტოო (31), 2:0 ეტოო (54), 3:0 ბა (83).

გაფრთხილებები: დრაქსლერი 19, ჯონსი 72, უჩიდა 76.

მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 10 (9)-7 (4), კუთხური: 2-4, თამაშგარე: 2-2, სეივი: 4-6, ჯარიმა: 13-17.

1.     ჩელსი 4     3     0     1     11:2   9    

2.     შალკე 4     2     0     2     4:6    6    

3.     ბაზელი     4     1     2     1     4:4    5    

4.     სტიაუა     4     0     2     2     2:9    2    

 

 

F ჯგუფი

დორტმუნდი-არსენალი 0:1 (0:0)

დორტმუნდი, “სინალ იდუნა პარკი”

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, გროსკროიტცი, პაპასტატოპულოსი, სუბოტიჩი, შმელცერი, შაჰინი, ბენდერი (ჰოფმანი 75), კუბა (ობამეიანგი 74), მხითარიანი, როისი (შიბერი 87), ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

არსენალი (4-2-3-1): სშეზნი, სანია, მერტეზაკერი, კოსილნი, გიბსი, რემზი, არტეტა, კასორლა (მონრეალი 75), იოზილი, როსიცკი (ვერმაელენი 90+1), ჟირუ (ბენდტნერი 90).

მწვრთნელი: არსენ ვენგერი.

გოლი: 0:1 რემზი (62).

გაფრთხილებები: ლევანდოვსკი 41 – არტეტა 23.

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 13 (4)-4 (2), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 4-4, სეივი: 1-4, ჯარიმა: 11-13.

 

ნაპოლი-მარსელი 3:2 (2:1)

ნაპოლი, “სან პაოლო”

ნეაპოლი (4-2-3-1): რეინა, მაჯო, ალბიოლი, ფერნანდესი, არმერო, ჯემაილი (ბეჰრამი 90), ინლერი, კალიეხონი, პანდევი (ჰამშიკი 66), მერტენსი (ინსინიე 83), იგუაინი.

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, აბდალა, ნ’კულუ, დიავარა, მორელი, რომაო (ლემინა 83), შეირუ, ტოვინი, ვალბუენა (პაიე 57), ა. აიუ, ჯ. აიუ (ჟინიაკი 67).

მწვრთნელი: ელი ბოპი.

გოლები: 0:1 ა. აიუ (10), 1:1 ინლერი (22), 2:1 იგუაინი (24), 2:2 ტოვინი (64), 3:2 იგუაინი (75).

გაფრთხილებები: ფერნანდესი 34 – პაიე 77, რომაო 80.

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი).

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 11 (7)-14 (6), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 5-0, სეივი: 4-4, ჯარიმა: 11-10.

1.     არსენალი   4     3     0     1     6:3    9    

2.     ნაპოლი     4     3     0     1     7:6    9    

3.     დორტმუნდი 4     2     0     2     6:4    6    

4.     მარსელი    4     0     0     4     4:10   0    

 

 

G ჯგუფი

ატლეტიკო-აუსტრია 4:0 (3:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე, ადრიანი (ტორესი 46), ტიაგო (გილავოგი 56), გაბი, კოკე (როდრიგესი 66), კოსტა, გარსია.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.

აუსტრია (4-1-4-1): ლინდნერი, კოხი, რამზებნერი, ორტლეხნერი, ლეოვაცი, ჰოლანდი, როიერი, მადერი (დილავერი 68), სიმკოვიჩი (ჰოზინერი 53), მურგი (სუტნერი 52), კიენასტი.

მწვრთნელი: ნენად ბიელიცა.

გოლები: 1:0 მირანდა (11), 2:0 გარსია (25), 3:0 ფილიპე (45), 4:0 კოსტა (82).

75-ე წუთზე, კოსტამ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.

გაფრთხილებები: რამზებნერი 69, ორტლეხნერი 75.

მსაჯი: ისტვან ვადი (უნგრეთი).

ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 23 (15)-7 (4), კუთხური: 8-2, თამაშგარე: 1-1, სეივი: 4-11, ჯარიმა: 7-16.

 

ზენიტი-პორტუ 1:1 (1:1)

სანკტ პეტერბურგი, “პეტროვსკი” 17786

ზენიტი (4-3-2-1): ლოდიგინი, ანსალდი, ჰუბოკანი, ლომბაერტსი, კრიშიტო, შიროკოვი (არშავინი 67), ვიტსელი (ზირიანოვი 81), ფაიზულინი, შატოვი, დანი (კერჟაკოვი 28), ჰალკი.

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი.

პორტუ (4-3-3): ჰელტონი, დანილო, ოტამენდი, მანგალა, ალექს სანდრო, ფერნანდო, გონსალესი (გილასი 86), დეფური, ჟოსუე (ლიკა 76), მარტინესი, ვარელა.

მწვრთნელი: პაულო ფონსეკა.

გოლები: 0:1 გონსალესი (23), 1:1 ჰალკი (28).

51-ე წუთზე, ჰალკმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.

გაფრთხილებები: შატოვი 85, ზირიანოვი 89 – ფერნანდო 56, ალექსი 61.

მსაჯი: ტომ ჰარალდ ჰაგენი (ნორვეგია).

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 12 (6)-21 (10), კუთხური: 3-6, თამაშგარე: 0-0, სეივი: 10-5, ჯარიმა: 13-19.

1.     ატლეტიკო  4     4     0     0     12:2   12   

2.     ზენიტი     4     1     2     1     3:4    5    

3.     პორტუ      4     1     1     2     3:4    4    

4.     აუსტრია    4     0     1     3     0:8    1    

 

 

H ჯგუფი

აიაქსი-სელტიკი 1:0 (0:0)

ამსტერდამი, “ამსტერდამ არენა” 50000

აიაქსი (4-1-2-3): სილესენი, ვან რეინი, ველტმანი, დენსვილი, ბოილესენი, ბლინდი, კლაასენი (პოულსენი 83), სერერო (ფიშერი 72), შონე, დე იონგი, სიგთორსონი (ვან დერ ჰოორნი 90).

მწვრთნელი: ფრანკ დე ბური.

სელტიკი (4-4-1-1): ფორსტერი, ლუსტიგი, ემბროუზი, ვან დეიკი, მალგრიუ, სტოკსი (ბოერიგტერი 73), კომონსი (პუკი 81), კაიალი (ლედლი 77), იზაგირე, ფორესტი, სამარასი.

მწვრთნელი: ნილ ლენონი.

გოლი: 1:0 შონე (51).

გაფრთხილებები: კლაასენი 41, დენსვილი 68 – სამარასი 19, იზაგირე 43.

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია).

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 15 (11)-8 (3), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 2-3, სეივი: 3-10, ჯარიმა: 16-15.

 

ბარსელონა-მილანი 3:1 (2:1)

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, მასკერანო, ადრიანო, ბუსკეტსი, ჩავი (სონგი 88), ინიესტა (ფაბრეგასი 78), სანჩესი, მესი, ნეიმარი (პედრო 85).

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.

მილანი (4-4-1-1): აბიატი, აბატე, საპატა, მექსე, ემანუელსონი, მუნტარი, მონტოლივო, დე იონგი, პოლი (ბირსა 74), კაკა (მატრი 84), რობინიო (ბალოტელი 46).

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლები: 1:0 მესი (30, პენ), 2:0 ბუსკეტსი (40), 2:1 პიკე (45, ს.კ.), 3:1 მესი (83).

გაფრთხილებები: სანჩესი 62 – აბატე 29, მუნტარი 32, დე იონგი 56.

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 18 (9)-4 (1), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 6-1, სეივი: 0-6, ჯარიმა: 12-12.

1.     ბარსელონა  4     3     1     0     9:2    10   

2.     მილანი     4     1     2     1     5:5    5    

3.     აიაქსი 4     1     1     2     3:7    4    

4.     სელტიკი    4     1     0     3     2:5    3     

0.119455