ფეხბურთი

18:23 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მერტეზაკერმა და როსიცკიმ “არსენალთან” გაახანგრძლივეს

გერმანელმა მცველმა პერ მერტეზაკერმა და ჩეხმა ნახევარმცველმა ტომაშ როსიცკიმ ლონდონის “არსენალთან” კონტრაქტები გაახანგრძლივეს.

ახალი ხელშეკრულებების თანახმად, მერტეზაკერი ინგლისურ კლუბში 2017 წლამდე დარჩება, ხოლო როსიცკი – 2015-მდე.

მერტეზაკერი, რომელიც 29 წლისაა, “არსენალში” 2011 წლის აგვისტოში ბრემენის “ვერდერიდან” გადავიდა. 33 წლის როსიცკი კი, უკვე მერვე სეზონია ლონდონელთა რიგებში გამოდის.

“ისინი ძალიან გამოცდილი და განსაკუთრებული ოსტატობის მქონე მოთამაშეები არიან, რასაც უმაღლეს დონეზე მათი სტაბილური გამოსვლა მოწმობს. ჩვენს კოლექტივში ერთიანობის საუცხოო შეგრძნებაა და ეს კიდევ უფრო ერთ მუშტად გვკრავს” –  იუწყება არსენ ვენგერის სიტყვებს ბრიტანული პრესა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო ფეხბურთელი, რომელიც “არსენალთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს ესპანელი ნახევარმცველი სანტი კასორლა იქნება.

0.118102