ფეხბურთი

22:28 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილი “ოფში” ითამაშებს

მას შემდეგ, რაც თბილისის “დინამო”-ში საკადრო ცვლილებები გატარდა, გიორგი მერებაშვილი უკლუბოდ იმყოფებოდა, თუმცა დღეს ბერძნული პრესის ცნობით, გიორგი ლორიას მსგავსად, გიორგი მერებაშვილიც ბერძნულ “ოფში” ითამაშებს. ამ ეტაპზე უცნობია, რა თანხა დაუჯდა ბერძნულ კლუბს 28 წლის მოთამაშე.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველის გარდა, გატუზოს გუნდში ანტონიო ბენიტესიც ითამაშებს. ბენიტესი წლების განმავლობაში იცავდა “მალაგას” ღირსებას, იყო “სარაგოსაშიც”, ბოლო სეზონი კი “ლას პალმასში” გაატარა.

როგორც გიორგი მერებაშვილი, ასევე ხსენებული ესპანელი ფეხბურთელი ოფის ღირსებას ორი წლის განმავლობაში დაიცავენ, საბერძნეთს კი, ბერძნული წყაროს ცნობით, მოთამაშეები ხვალ ესტუმრებიან.

დიმა შარიქაძე 

0.114875