ფეხბურთი

14:10 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

"მერანს" კახა ჩხეტიანი გაწვრთნის

მალხაზ ჟვანიას გუნდიდან წასვლის შემდეგ, დიდ ინტერესს იწვევდა თუ ვინ დაიკავებდა გამოცდილი მწვრთნელის ადგილს მარტვილიურ კლუბში.

„მსოფლიო სპორტი“ ადრე წერდა , რომ ეს, სავარაუდოდ, კახა ჩხეტიანი იქნებოდა.

სწორედ დღეს, კახა ჩხეტიანი მარტვილში ჩავიდა  და საქმიანობას შეუდგა.

მასთან ერთად, გუნდში მოვიდა მეკარეების მწვრთნელი დავით მამარდაშვილი.

"მერანამდე", ჩხეტიანი  ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

მან „მსოფლიო სპორტთან“ გააკეთა კომენტარი:

 -"თბილად დამხვდნენ. ბიჭებთან მომავალ გეგმებზე ვისაუბრეთ,იმედია, კარგ შედეგს მივაღწევ "მერანთან" ერთად", - განაცხადა ჩხეტიანმა.

 

ედემი ელერჯია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11386