ფეხბურთი

23:20 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მერანის” გამარჯვება გორში

ქვედა ექვსეულის პირველი შეხვედრა გორის “დილამ” საკუთარ მოედანზე მარტვილის “მერანის” წინააღმდეგ გამართა.

“დილას” უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე ნაკლებად ემუქრება, მარტვილელები კი სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილს იკავებენ და მათთვის თითოეულ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, აქიდან გამომდინარე “მერანი” უფრო დიდი მოტივაციით გამოვიდა ამ შეხვედრაში.

თამაში ორმხრივი იერიშებით დაიწყო და პირველი ხიფათი მასპინძლებმა შექმნეს, თუმცა კვარაცხელიას დარტყმა მამალაძემ მოიგერია.

მე-18 წუთზე მარტვილელებმა კონტრიერიშით უპასუხეს “დილას”, ფონიავა პირისპირ კი გავიდა მეკარე ლეგაშვილთან, თუმცა ბურთი წინ გაექცა და სიტუაცია განიმუხტა.

33-ე წუთზე ბაბუნაშვილის ჩაწოდების შედეგად “დილას” საჯარიმოში ციცხვაიას შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ “დილას” მცველებმა მოახერხეს ბურთის გამოტანა საჯარიმოდან.

43-ე წუთზე გამოცდილმა ალექსანდრე კოშკაძემ ითამაშა საუცხოოდ, მან სოლო რეიდი განახორციელა “მერანის” საჯარიმოში და საბოლოოდ შალამბერიძეს გადააწოდა ბურთი, ამ უკანასკნელის დარტყმა კი არაზუსტი გამოდგა.

მეორე ტაიმში თამაში უფრო საინტერესოდ წარიმართა. მატჩის 52-ე წუთზე “მერანმა” მოედნის შუაგულში ბურთი დაკარგა, შალამბერიძემ ერთი ამოსუნთქვით შეაღწია სტუმრების საჯარიმოში და კარში დაარტყა, მამალაძე უძლური იყო - 1-0.

გაშვებული გოლის შემდეგ უფრო გააქტიურდნენ მარტვილელები, მათ დასაკარგიც არაფერი ქონდათ, ამიტომ უფრო გაამწვავეს შეტევები, რამაც შედეგი გამოიღო. 67-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლევან გეგეჭკორმა ფლანგიდან შორი, დიაგონალური პასი გაუკეთა პაპუნა ფონიავას, ფონიავამ კი “დილას” საჯარიმოში ციცხვაია მოძებნა, რომელმაც კარში გადაგზავნა ბურთი - 1-1.

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, “დილამ” რამოდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა “მერანის” კართან, თუმცა ხან მამალაძე იყო მოწოდების სიმაღლეზე ხან კი “მერანის” მცველები თამაშობდნენ უშეცდომოდ.

72-ე წუთზე კი ალბათ ტურის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გავიდა. მარტვილელთა მარჯვენა მცველმა კიჭი მელიავამ, რომელიც საუკეთესო იყო დღევანდელ შეხვედრაში, “დილას” საჯარიმოს მისადგომებიდან შორეული  დარტყმა განახორციელა, ბურთი ცხრიანში წავიდა, მეკარე ლეგაშვილმა რეაქცია ვერ მოასწრო 2-1.

დარჩენილ დროში “დილა” მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდა, თუმცა “მერანმა” ბოლომდე შესძლო შეენარჩუნებინა ანგარიში.

საბოლოოდ მატჩი “მერანის” გამარჯვებით დასრულდა და მარტვილელებმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა წაიღეს გორიდან.

 

დილა (გორი) – მერანი (მარტვილი) 1:2

დილა: ლეგაშვილი, ქარქუზაშვილი, კობახიძე (გაფრინდაშვილი, 81), ჯიშკარიანი, ხიზანეიშვილი, გურეშიძე, რაზმაძე, შალამბერიძე, ბოლქვაძე ( ბერიაშვილი, 45), კოშკაძე, კვარაცხელია  (წიქარიძე 67).

მთავარი მწვრთნელი: ვახტანგ აკოფიანი

მერანი: მამალაძე, მელიავა, იობაშვილი, გაბუნია, ხუბუა, ჯღამაია, ფონიავა, ბენაშვილი ( გეგეჭკორი, 60), ბაბუნაშვილი (დეკანოსიძე, 81), კუჭუხიძე, ციცხვაია ( ჩხეტიანი 84).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ იონანიძე

გოლები: შალამბერიძე (52), ციცხვაია (67), მელიავა (72)

გაფრთხილება: ბენაშვილი (55), ქარქუზაშვილი (64), ლეგაშვილი (94)

მსაჯი: ლევან კვარაცხელია

 

                                                              

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზუგდიდი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 კლიმენტი წიტაიშვილი (31), 0:2 გურამ სამუშია (58), 1:2 გიორგი გეთიაშვილი (84)

გაძევება: დავით კირკიტაძე (83, “ზუგდიდი,” ორი ყვითელი)

 

ტორპედო (ქუთაისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:2 (0:0)

გოლი: 0:1 ლაშა ქემუხტაშვილი (54), 0:2 ლაშა პარუნაშვილი (86) 

 

1         დილა                            23           8            8          7             29:24          32
2 ვიტ ჯორჯია 23 8 5 10 29:31 29
3 ტორპედო 23 8 5 10 24:32 29
4 სპარტაკი 23 7 2 14 21:32 23
5 ზუგდიდი 23 6 5 12 14:31 23
6 მერანი 23 5 3 15 18:41 18

 

ედემი ელერჯია

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089619