ფეხბურთი

23:34 | 29.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ ჟორდანია: “საქართველოს ნაკრებმა მასტერკლასი აჩვენა”

ბელგიელ თანატოლებთან მატჩში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა “მასტერკლასი აჩვენა”. ასე შეაფასა გასული შეხვედრა, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა 2:0 მოიგეს, ჰოლანდიიდან ბორნემში სპეციალურად ჩასულმა “ვიტესის” მფლობელმა და პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ.

“ვიცოდი, რომ ჩვენი ნაკრები ძალიან კარგად და საინტერესოდ თამაშობდა, მაგრამ დღეს ამ გუნდმა მთელი ბელგია გააოცა და მეტოქეს მასტერკლასი ჩაუტარა. ქართველ ფეხბურთელებს და მთელ საქართველოს ჩვენი გუნდის დიდ გამარჯვებას ვულოცავ”. 

თენგიზ პაჭკორია, ბორნემი, სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის 

ხათუნა გაბიტაშვილის ფოტო

0.113633