მექსიკის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიგელ ერერამ, ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
შემადგენლობაში მოხვდა ხავიერ ერნანდესი (ჩიჩარიტო), რომელმაც ამ სეზონში "მანჩესტერის" სასტარტოში მხოლოდ 6-ჯერ ითამაშა. ასევე 23-კაციან სიაში ფიგურირებს ჯოვანი დოს სანტოსი და ვეტერანი მცველი კარლოს სალსიდო, რომლისთვისაც მომავალი მუნდიალი მესამე იქნება.
მექსიკის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე, პლეი ოფში ახალი ზელანდიის გამოთიშვის შემდეგ მოხვდა და მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიის, კამერუნის და ხორვატიის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება.
მეკარეები: ხესუს კორონა (კრუზ ასული), გილერმო ოჩოა (აიაჩო), ალფრედო ტალავერა (ტოლუკა).
მცველები: რაფაელ მარკესი (ლეონი), დიეგო რეიესი (პორტო), პაულ აგილარი, მიგელ ლაიუნი, მასა როდრიგესი (ყველა ამერიკა), ჰექტორ მორენო (ესპანიოლი), კარლოს სალსიდო (ტიგრესი), ანდრეს გუარდადო (ლევერკუზენი).
ნახევარმცველები: ხუან ვასკესი, კარლოს პენა, ლუის მონტესი (ყველა ლეონი), ხუან კარლოს მედინა (ამერიკა), ჰექტორ ერერა (პორტო), მარკო ფაბიანი (კრუზ ასული), ისააკ ბრიზუელა (ტოლუკა).
თავდამსხმელები: ორიბე პერალტა (სანტოს ლაგუნა), ხავიერ ერნანდესი (მანჩესტერი), რაულ ხიმენესი (ამერიკა), ალან პულიდო (ტიგრესი), ჯოვანი დოს სანტოსი (ვილიარეალი).
გიორგი ბალახაძე