მექსიკის საფეხბურთო კავშირის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, ეროვნულ ნაკრებს მიგელ ერერა უხელმძღვანელებს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ერერა მექსიკის ნაკრებს სათავეში ახალ ზელანდიასთან პლეი ოფის მატჩების დაწყებამდე ჩაუდგა. 2-მატჩიან დაპირისპირებაში, სამხრეთამერიკელებმა 9:3 იმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ გასულ შესარჩევ ციკლში, 45 წლის ერერა მექსიკელთა რიგით მე-4 თავკაცი გახლდათ. მის დანიშვნამდე, ეროვნულ გუნდს ხოსე მანუელ დე ლა ტორე, ლუის ფერნანდო ტენია და ვიქტორ ვუჩინიჩი წვრთნიდნენ.