ფეხბურთი

14:27 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკა და ახალი ზელანდია დუელს იწყებენ

მექსიკისა და ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრებები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მორიგი მონაწილის ვინაობას გაარკვევენ. მიგელ ერერასა და რიკი ჰერბერტის გუნდები ერთმანეთს 13 და 20 ნოემბერს დაუპირისპირდებიან.

ამ 2-მატჩიან დუელში, აშკარა ფავორიტის განსაზღვრა ძნელია და ტაბლოზე ნებისმიერი ანგარიშის დაფიქსირება მოსალოდნელია. მექსიკელთა ერთ-ერთი მთავარი კოზირი გამოცდილება იქნება. მექსიკელები 1990 წლის შემდეგ მუნდიალზე ყოველთვის ხვდებიან და დიდი მატჩებისთვის მზად არიან. საგულისხმოა, რომ ერერამ პლეი ოფში თამაში “ევროპელი ვარსკვლავების” – ხავიერ ერნანდესისა და ჯოვანი დოს სანტოსის გარეშე გადაწყვიტა.

მოახლოებული მატჩების წინ, ახალ ზელანდიელებს მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემები აქვთ. დაცვის ბურჯსა და გუნდის კაპიტან რაიან ნელსენს ტერფის ტრავმა აქვს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ თავდამსხმელებს – კრის კილენსა და ტიმ პეინს. ახლადგამოჯანმრთელებულნი არიან ფორვარდები შეინ შმელცი და მარკო როხასი.

ფიფას ოფიციალური საიტი გვირჩევს, ამ ამ დაპირისპირებაში ახალზელანდიელთა თავდამსხმელ მარკო როხასს განსაკუთრებით დავაკვირდეთ. როხასმა გასული სეზონი “მელბურნ ვიქტორიში” გაატარა და წარმატებული თამაშით, არაერთი კლუბის ყურადღება მიიპყრო. ზაფხულში, როხასი გერმანულ “შტუტგარტში” აღმოჩნდა. ახალ ზელანდიელთა შემადგენლობაში, ის ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც მსოფლიოს წამყვანი 5 საფეხბურთო ჩემპიონატიდან ერთ-ერთში თამაშობს.

მიგელ ერერა (მექსიკა): “ვეცადე ჩემი გუნდისთვის ყველაფერი დეტალურად ამეხსნა. მექსიკის ნაკრები 23 ექსტრაორდინალური ფეხბურთელისგან შედგება და გვჯერა, რომ მუნდიალის საგზურს მოვიპოვებთ”.

რიკი ჰერბერტი (ახალი ზელანდია): “მექსიკას ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს. საკუთარ მოედანზე მათ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ”.


 

0.148301