ფეხბურთი

17:20 | 14.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკა ბრაზილიას კიდევ უფრო მიუახლოვდა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფი დაიწყო. პარასკევს 4 მატჩი ევროპაში გაიმართება მანამადე კი ბრაზილიის მუნდიალის საგზურისთვის სხვა კონტინენტებზე იბრძვიან. მეხიკოში,Lლეგენდარულ “აცტეკაზე” მექსიკამ ახალ ზელანდიას უმასპინძლა. ახალზელანდიელებმა წინა მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშეს და ტურნირიდან ისე გავარდნენ, თამაში არ წაუგიათ, ჯგუფში სამივე მატჩი ფრედ დაამთავრეს. ახლაც ფინალურ ეტაპზე მოხვედრას ვარაუდობდნენ, მაგრამ არ გაუმართლათ. რას წარმოიდგენდნენ, რომ კონკაკაფის ზონიდან მექსიკა პირდაპირ ვერ გავიდოდა. ისინი მეტოქედ პანამას, ჰონდურასს ან უარეს შემთხვევაში კოსტა რიკას ელოდნენ, მაგრამ მოულოდნელი რამ მოხდა - მათი მოწინააღმდეგე მექსიკა გახდა. ამათ ერთმანეთში წინა წლებშიც უთამაშიათ, ოღონდ ამხანაგური შეხვედრები. ბოლოს, 2011 წელს, დენვერში მექსიკელებმა 3:0 მოიგეს და პლეი ოფის პირველ მატჩზე, “ესტადიო აცტეკაზე” შეკრებილი მაყურებელი ამჯერადაც მსგავს შედეგს ელოდა. ანგარიშმა მოლოდინს გადააჭარბა. მიგელ ერერას გუნდმა აშკარად დაჯაბნა სტუმრები. ახალზელანდიელებს ერთი ხეირიანი შეტევაც არ გამოსვლიათ. მასპინძლები კი მანჩესტერელი “ჩიჩარიტოს” გარეშეც შეუჩერებელნი იყვნენ და გოლი გოლზე გაჰქონდათ. “სანტოს ლაგუნას” შემტევმა, ორიბე პერალტამ დუბლი მიითვალა, თითოც აგილარმა, ხიმენესმა და ახლო წარსულში კატალონიური “ბარსელონას,” ამჟამად კი მექსიკური “ლეონის” 34 წლის მცველმა რაფაელ მარკესმა გაიტანეს.

საპასუხო შეხვედრა 20 ნოემბერს ველინგტონში გაიმართება. თუმცა, ალბათ არანაირი პრაქტიკული მნიშვნელოიბა აღარ ექნება.

მექსიკა – ახალი ზელანდია 5:1 (2:0)

13 ნოემბერი. მეხიკო. “აცტეკა.”

მექსიკა: მუნიოსი, მარკესი, როდრიგესი, აგილარი, ვალენსუელა, ლაიუნი, მონტესი (სინჰა 59), მედინა, პენია (ესკობოსა 64), პერალტა (მოლინა 81), ხიმენესი

მწვრთნელი: მიგელ ერერა

ახალი ზელანდია: მოსი, ვისელიჩი, ლოკჰედი, დიურანი, სმიტი, მაკგლინჩი, კრისტი (ჯეიმსი 53), ბერტოსი, ბარბარუსესი, ბროკი (როხასი 59), ვუდი (ფალონი 67)

მწვრთნელი: რიკი ჰერბერტი

გოლები: 1:0 აგილარი (32), 2:0 ხიმენესი (40), 3:0, 4:0 პერალტა (48, 80), 5:0 მარკესი (84), 5:1 ჯეიმსი (85)

გაფრთხილება: ვუდი (16), ვისელიჩი (57), დიურანი (71), ბერტოსი (76), ჯეიმსი (89)

მსაჯი: ვიკტორ კასაი (უნგრეთი)

0.540953