იტალიური “მილანის” მცველი ფილი მექსესი, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ფრანგ უკანახაზელს ჯორჯო კიელინის წინააღმდეგ უხეშად თამაში არ ეპატია.
“იუვენუსსა” და “მილანს” შორის გამართული შეხვედრის (3:2) მე-2 ტაიმის დასაწყისში, მექსესი კიელნის შესაჩერებლად საქმეში მუშტების ჩართვას არ მოერიდა. მართალია, ეპიზოდი არბიტრის ყურადღების მიღმა დარჩა, მაგრამ ის იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს არ გამოჰპარვია და ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
იმავე მატჩში, მექსესს, 2 ყვითელი ბარათის გამო, მოედანი ვადაზე ადრე დაატოვებინეს, რის გამოც, მას კიდევ ერთი თამაშის გამოტოვება მოუწევს.
ამრიგად, ფილიპ მექსე “მილანს” “უდინეზესთან”, “პარმასთან”, “ლაციოსთან” და “ფიორენტინასთან” ვერ დაეხმარება.