იტალიური “მილანის” ფრანგმა მცველმა ფილიპ მექსესმა თვალი დაიზიანა.
Football Italia-ს ცნობით, 31 წლის ფეხბურთელი ლაზარეთში მინიმუმ ერთ კვირას გაატარებს.
მექსესს თვალის რეთინოპათია დაუდგინეს. ეს არის დაავადება, რომელიც მხედველობის დარღვევას იწვევს.
კვირის ბოლოს ფრანგს განმეორებითი გამოკვლევა ჩაუტარდება და მაშინ გახდება ცნობილი მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი ვადები.