იტალიური “მილანის” ცენტრალური მცველი ფილიპ მექსე გამოჯანმრთელდა და ის “რომას” წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა.
31 წლის ფეხბურთელმა ტრავმა “ტორინოსთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო და ამის გამო, მან “პესკარას” წინააღმდეგ ვერ ითამაშა. იყო მოლოდინი, რომ ფრანგი უკანახაზელი ვერც “რომასთან” გასამართ დაპირისპირებაში მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ ის დროზე ადრე გამოჯანმრთელდა და დიდი ალბათობით, 12 ივნისს ითამაშებს კიდეც.