კალათბურთი

2:29 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალის მარცხიანი სტარტი

ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერიის პირველ შეხვედრაში გიორგი ცინცაძის “ჩემპვილი” ფავორიტ “ალ რიადის” ესტუმრა და უშანსოდ – 50:74 წააგო.

ქართველი კალათბურთელისთვის გასული მატჩი წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა. ცინცაძემ 32 წუთში 9-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 8 სამქულიანი კი ააცილა და 7 ქულას დასჯერდა. გიორგის აქტივში 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი 8 დაკარგვა მოუგროვდა. ქართველმა უკანახაზელმა 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

სერიის მე-2 მატჩს 27 მაისს “ჩემპვილი” უმასპინძლებს, ხოლო თუ საჭირო გახდა, გადამწყვეტ შეხვედრას, 3 მაისს ისევ “ალ რიადი” მიიღებს.

0.13238