ჩოგბურთი

8:25 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალი – ფედერერი ნიშიკორის, ჯოკოვიჩი მარეის შეხვდება

 მაიამის “მასტერზ1000”-ის ორგზის ჩემპიონი (2005, 2006) როჯერ ფედერერი წლევანდელი შეჯიბრების მეოთხედფინალში 27 წლის ფრანგი რიშარ გასკეს 6:1, 6:2 დამარცხების შემდეგ გავიდა. 32 წლის შვეიცარიელის სამეოთხედფინალე მოწინააღმდეგე იაპონელი კეი ნიშიკორია, რომელმაც თავის მხრივ მერვედფინალში ესპანელ დავიდ ფერერს მოუგო.

სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ჩემპიონის როჯერ ფედერერისა და გასკეს მატჩმა სულ რარაც 49 წუთს გასტანა, შვეიცარიელის აქტივში 5 ბრეიკი და 6 ეისია. როჯერმა კარიერის განმავლობაში 12-ედ სძლია რიშარს, მასთან კი უწინ ორჯერ დამარცხებულა. თუკი ფედერერმა მაიამიში ნეხევარფინალში გასვლა მოახერხა, რეიტინგსიაში მეოთხე ადგილამდე დაწინაურდება.

ფლორიდის შტატის ტურნირის 2012 წლის ფინალისტმა ენდი მარეიმ მერვედფინალში ჟო-ვილფრიდ ცონგას 6:4, 6:1 მოუგო და აფროფრანგთან პირადი შეხვედრების ანგარიში 9:1 გახადა. 26 წლის შოტლანდიელი ნახევარფინალში გასასვლელად სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს გაეჯიბრება.

0.11371