საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს საუკეთესო შემთხვევაში 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულებს. გიორგი მესაბლიშვილის (55 კგ), ლაშა შავდათუაშვილისა (66 კგ) და ბექა ღვინიაშვილის (81 კგ) ანალოგიური შედეგის ჩვენება მძიმეწონოსან ლევან მატიაშვილს შეუძლია, ოღონდ ამისთვის რეპეშაჟში ორი შეხვედრა უნდა მოიგოს. პირველში მისი მეტოქე გერმანელი სვენ ჰაინლი იქნება.
მატიაშვილი ძირითად ბადეს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. კეიპთაუნში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე დღესვე კიდევ სამი ქართველი გავიდა ტატამზე. გურამ თუშიშვილი, დავით მერაბიშვილი (ორივე 100 კგ) და უშანგი კოკაური (+100 კგ) საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ.
ოთარ მაღლაკელიძე







