სხვა

14:47 | 7.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხე ადგილი ხუთი ტურის თავზე

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინის XIX ღია ჩემპიონატის მე-5 ტურში ასპარეზობა ორი გამარჯვებით დაასრულა. ქალაქ დნეპროძერჟინსკში გამართული ტურნირის მე-3 დღეს ზვიად დავითიანის შეგირდებმა მოლდოვა 20:6 განადგურეს, შემდეგ კი ლვოვის “დინამოს” 8:6 სძლიეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა წყალბურთელებმა საწყისო ორი შეხვედრა ხარკოვულ გუნდებთან გამართეს და ჯერ “ხპი” დაამარცხეს (14:6), შემდეგ კი “ბმკ”-სთან წააგეს (5:14).
ხუთი ტურის თავზე, საქართველოს ნაკრები მე-4 ადგილზეა, უკრაინის ჩემპიონატის სათავეში კი მარიუპოლის “ილიჩევეცი” და ხარკოვის “ბმკ” იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097857