ავტოსპორტი

19:30 | 20.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

მეორე პრაქტიკაზე მალდონადომ იყოჩაღა

თავისუფალი პრაქტიკების მთავარი მოქმედი პირი... წვიმაა. როგორც ჩანს, ღრუბლები პელოტონს ალბიონიდან გერმანიაშიც გამოჰყვა და ტრასა კარგად დანამა. მეორე პრაქტიკაზე იმდენად ძლიერად იწვიმა, რომ პირველი პრაქტიკის დროები დაახლოებით 10 წამით გაუარესდა.

 

თუ პირველ სესიაზე, ცოტა ხნით, პილოტებს მშრალ ტრასაზე ასპარეზობის საშუალება მიეცათ, მეორე პრაქტიკა სრული ლატარეა იყო. და მისი შედეგებიც შესაბამისი გამოვიდა. სესიებს შორის ძლიერი წვიმა წამოვიდა, რის გამოც, მეორე სესიის დასაწყისში, ტრასაზე გამოსვლას არავინ ჩქარობდა.

პირველი ბრუნო სენა იმ მანქანით გამოვიდა, რომელიც წინა სესიაზე ვალტერი ბოტასმა დაამტვრია - „უილიამსის“ მექანიკოსები ქების მეტს არაფერს იმსახურებენ. მას მალე სხვებმაც მიბაძეს და აქედან მოყოლებული, საუკეთესო დრო ყოვე წუთს უმჯობესდებოდა. ასე განსაჯეთ, გუნდებმა საშუალო წვინის რეზინის დაყენებაც დაიწყეს, თუმცა მალე ისევ გაწვიმდა. ამ მომენტისთვის საუკეთესო დრო პასტორ მალდონადოს ჰქონდა.

სესიის მიწურულს წვიმა გადაიღო და ყველა ტრასაზე გამოეფინა, რათა საკუთარი დროები გაეუმჯობესებინათ, მაგრამ მიხაელ შუმახერს ავარია მოუვიდა, რის გამოც, ტრასაზე წითელი შუქნიშნები აინთო. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც სესიის დასრულებას 4 წუთი აკლდა.

 

გერმანიის დიდი პრიზი

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)        1:27.476

2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:27.564

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:27.902

4. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                            1:28.402

5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1:28.420

6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:28.495

7. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)       1:28.513

8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:28.516

9. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:28.877

10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       1:29.327

11. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:29.364

12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:29.719

13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1:29.785

14. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                           1:30.090

15. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                             1:30.220

16. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                        1:30.291

17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)               1:30.331

18. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:30.437

19. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          1:30.617

20. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:31.207

21. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:32.241

22. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:32.349

23. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:32.777

24. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:42.566

http://autopanoramaf1.blogspot.com/2010/05/a9-audi-a9-hybrid-sports-sedan-concept.html

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091966