მეორე პრაქტიკაზეც მიხაელ შუმახერმა მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენა, ამჯერად კი მის წინ ორი ადგილი ”რედ ბულის” პილოტებმა - სებასტიან ფეტელმა და მარკ უებერმა დაიკავეს. საერთოდ კი, მოწინავეთა შედეები წამზე მეტით გაუმჯობესდა. შუმახერმა კი ამჯერადაც აჯობა თავის ახალგაზრდა თანაგუნდელ ნიკო როსბერგს.
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს აშკარად გამოადგა ძველი შასი, რომელსაც ის წინასასეზონო ტესტების დროს იყენებდა. ოღონდ, ამ შასის ბაზა აქვს დაგრძელებული და ამგვარად, ის უკეთ მიესადაგება გერმანელის მართვის სტილს, ვიდრე ის შასი, რომლითაც მან სეზონის პირველ ოთხ ეტაპზე იასპარეზა.
შუმახერის საუკეთესო შედეგი 0.792 წამით უარესი გამოდგა პრაქტიკის საუკეთესო შედეგზე, რომელიც ფეტელმა დააფიქსირა. როსბერგი კი ამჯერად მეშვიდე შედეგს დასჯერდა. ამჯერად მეოთხე დრო ჰქონდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს, ვინც ”ფერარის” მანქანით პირველ საშინაო რბოლაში მონაწილეობს.
ცნობისათვის, ესპანეთის დიდ პრიზზე, რომელიც ბარსელონას კატალუნია მონტმელოზე ტარდება, დიდი მნიშვნელობა აქვს კვალიფიკაციის შედეგებს - უკვე ცხრა სეზონია, რბოლას ის პილოტი იგებს, ვინც სტარტს პოულ პოზიციიდან იღებს. ამგვარად, ”რედ ბულის” პილოტებმა, სეზონის პირველი ევროპული რბოლის მოსაგებად, შესანიშნავი განაცხადი გააკეთეს.
მეორე პრაქტიკის შედეგები
| 1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) | 1:19.965 |
| 2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) | 1:20.175 |
| 3. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) | 1:20.757 |
| 4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) | 1:20.819 |
| 5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) | 1:21.191 |
| 6. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) | 1:21.202 |
| 7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) | 1:21.271 |
| 8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) | 1:21.302 |
| 9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) | 1:21.364 |
| 10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდი) | 1:21.518 |
| 11. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) | 1:21.672 |
| 12. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) | 1:21.904 |
| 13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) | 1:21.931 |
| 14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) | 1:22.184 |
| 15. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) | 1:22.192 |
| 16. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) | 1:22.435 |
| 17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) | 1:22.449 |
| 18. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) | 1:22.765 |
| 19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) | 1:24.209 |
| 20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) | 1:24.894 |
| 21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) | 1:25.066 |
| 22. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) | 1:25.972 |
| 23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) | 1:26.152 |
| 24. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) | 1:26.596 |
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/







