სხვა

19:09 | 9.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

მეორე ეტაპი სსაუ/”თბილისის" გამარჯვებით დასრულდა

დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპი ვაჟ ხელბურთელთა შორის, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობდა.
მეორე ეტაპის ბოლო ტურში ერთმანეთს “ბათუმი” და “ქარიშხალა” შეხვდნენ, ბათუმელებმა 38:25 დაამარცხეს მეტოქე, ხოლო სსაუ/“თბილისმა” 43:22 გაანადგურა ფოთის “ფაზისი” და ეს ეტაპი უდანაკარგოდ 8 ქულით დაასრულა.
ჩემპიონატის მესამე ეტაპის შეხვედრები აპრილის ბოლოს ჩატარდება.

სატურნირო მდგომარეობა II ეტაპის შემდეგ:

1. სსაუ/თბილისი 4 4 0 0 153-102 8
2. ქუთაისი 4 3 0 1 124-118 6
3. ბათუმი 4 1 0 3 125-118 2
4. ფაზისი 4 1 0 3 110-131 2
5. ქარიშხალა 4 1 0 3 105-147 2

მაკა თოიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161912