კალათბურთი

11:30 | 13.05.2013 | ნანახია 0 - ჯერ

“მეომრებმა” “სპურსს” ოვერტაიმში სძლიეს

 

“გოლდენ სტეიტმა” ახალბედა ჰარისონ ბარნსის ბრწყინვალე თამაშის შედეგად “სან ანტონიოს” ოვერტაიმში სძლია 97:87 და სერიაში ანგარიშიც გაათანაბრა 2:2.

“სპურსმა” მატჩი ძალიან კარგად დაიწყო და ტიმ დანკანის ზუსტი ტყორცნების შედეგად 11:6 დაწინაურდა, თუმცა დევიდ ლის და ენდრიუ ბოგატის სამწამიან ზონაში აქტიური თამაშის შედეგად “ვორიორზმა” ჩამორჩენა მალე გააბათილა. მეოთხედის მიწურულს პარკეტზე არგენტინელი მანუ ჯინობილი გამოჩნდა, რომელმაც ბოლო 4 წუთში ერთბაშად 11 ქულა უთავაზა მეტოქეს და “სან ანტონიოც” 26:19 გაიქცა.

Mმეორე პერიოდში მასპინძლებმა პერიმეტრი მძლავრად აამუშავეს, ჯარეტ ჯეკი და სტეფ კარი მონაცვლეობით ბომბავდნენ მეტოქის კალათს და სტუმართა ჰანდიკაპმაც ნელ ნელა დნობა დაიწყო. “სპურსის” ფრანგი გამთამაშებელი ტონი პარკერი სრულიად ამოვარდა სათამაშო ტემპიდან და არაერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც გააცოფა გრეგ პოპოვიჩი, რომელიც არაერთხელ შემოუვარდა ღრიალით პარკეტზე.

ტაიმის მიწურულს ისევ უბერებელმა ტიმ დანკანმა ითავა გუნდის ლიდერობა, მან მიჯრით 4 ქულა აიღო, შემდეგ შესანიშნავად უპასა ახალგაზრდა კავაი ლეონარდს, რომელსაც “ლეი აფით” ჩაგდება აღარ გასჭირვებია და “სან ანტონიო” დიდ შესვენებაზე მაჟორულ ნოტაზე გავიდა 45:37.

მატჩის მეორე ნახევარიც უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. სტეფ კარის აშკარად ეტყობოდა, რომ  წინა შეხვედრაში მიღებული ტრავმა აწუხებდა, იგი ძალიან მძიმედ გადაადგილდებოდა და მხოლოდ პოზიციური შეტევებისას თავისი ავანტიურული სამქულიანებით თუ ეხმარებოდა საკუთარ გუნდს. Gგრეგ პოპოვიჩის გადაწყვეტილებით “სპურსი” მეტოქის ავსტრალიელ ცენტრ ბოგატზე ტაქტიკურ ფოლებს იღებდა, რადგან ენდრიუ საჯარიმო ხაზიდან საშინელი მაჩვენებლით ისვრის სერიის მიმდინარეობისას (6-19). Aასე რომ “ვორიორზის” დამრიგებელ მარკ ჯექსონს მისმა ოპონენტმა ეს კოზირიც გამოაცალა ხელიდან.

მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 4:49 წუთით ადრე სტუმრები კომფორტული, 8 ქულიანი სხვაობით გახლდნენ წინ, როდესაც “გოლდენ სტეიტის” რიგებში “აფეთქდა” ახალბედა ჰარისონ ბარნსი, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში ულიდერა საკუთარ გუნდს და დაეხმარა შეხვედრა ოვერტაიმში გადაეყვანათ, სადაც უკვე მასპინძლები უდიდეს ფსიქოლოგიურ უპირატესობას ფლობდნენ და “სპურსს” წარმატებაზე ფიქრის არანაირი შანსი არ დაუტოვეს.საბოლოოდ 97:87 “ვორიორზის” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება.

შეხვედრის გმირი ჰარისონ ბარნსი გახდა, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა და 10 მოხსნა იყო, აღსანიშნავია “ცალი ფეხით” მოთამაშე სტეფ კარის გარჯა, რომელმაც 10 მცდელობიდან 5 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი  22 ქულით დახურა. “სან ანტონიოს” რიგებში კი საუკეთესონი ტიმ დანკანი (19 ქულა, 15 მოხსნა) დას მანუ ჯინობილი იყვნენ (21 ქულა).

 

გოლდენ სტეიტი – სან ანტონიო 97:87 (19:26, 18:19, 23:17, 24:22, 13:3)

გოლდენ სტეიტი: კარი (22), ტომფსონი (10), ბოგატი (5), ლენდრი (6), ბარნსი (26+10მ); ლი, ეზელი (1), ჯეკი (24), გრინი (3), ბიედრინში, ჯეფერსონი

სან ანტონიო: პარკერი (17), გრინი (10), სპლიტერი (5), დანკანი (19+15მ0, ლეონარდი (11); დიაუ, ჯინობილი (21), ჯოზეფი (2), ნილი (2), ბონერი

სერიის ანგარიში 2:2

 


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:41 | 20.06.2015
BATIGOLI 9. (4375)

ეს უშველით ვითომ?

22:16 | 19.06.2015
Tornike Jincharadze (9)

მაგარი ჯიგრები ხართ იუვეს ფანები მილანმა სერია ა და იუვემ ლიგა რო მოიგოს კაი იქნება. მარა ჯერ მთავარია გავძლიერდეთ კიდე.ეს არაა ჯერ ჩვენი თუ ვიყიდეთ ამას პლუს 1 კარგი ნახევარმცველი და 2 ძლიერი ცენტრალური მცველი დაგვხატავს + იბრა და ეგაა ძაან მაგარი გუნდი გვეყოლება

21:17 | 19.06.2015
meleksa (1841)

ერთი საყრდენი ნახევარმცველიც ბარემ.

21:05 | 19.06.2015
იკა..იუვე..10 (4132)

აეე რა მაგარია.. ბრავო მილან.. ძალიან მაგარი ფეხბურთელია ეს !!! მომავალ წელს სერია A მინდა რო მილანმა მოიგოს

21:06 | 19.06.2015
იკა..იუვე..10 (4132)

ცოტა მოსაბეზრებელია სულ იუვე რო იგებს, მუღამი აღარ მაქვს მთელი აზარტით ვეღარ ვგულშემატკივრობ

20:30 | 19.06.2015
Akaki Tyemaladze (3)

როგორც ვიცი, კლუბთან არის შეთანხმებული და არა კონდოგბიასთან

18:11 | 19.06.2015
ika_juve (1742)

ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მცველია იტალიაში დარწმუნბული ვარ და ჯობია სანსი მიცენ ნელნელა

16:53 | 19.06.2015
shotai-olimpi (2773)

მიდი გალიანი ფული გაქვს და ამუშავდი მცველები გვჭირდება ძალიან!!!

16:52 | 19.06.2015
FC Barcelona 2015 (734)

ბრავო, ბრავო: ჯექსონ მარტინესი, კონდოგბია, ჰუმელსი თუ ასე გააგრძელეს მომავალ ლიგაზევე უკვე ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტები იქნებიან

16:37 | 19.06.2015
FraNKeNsTeiN_:*:* (3275)

მცველი და ნახევარმცველია საჭირო,პლიუს შემტევი კრაიშნიკები და ეგაა რა,ლიგაზე გავალთ და შემდეგ ზაფხულს სერიოზული ტრანსფერებია საჭირო

16:24 | 19.06.2015
FraNKeNsTeiN_:*:* (3275)

კაია სანამ ლიგაზე გავალთ გამოგვადგება

15:44 | 19.06.2015
milllllani (67)

ვბრუნდებით როგორც იქნა

15:40 | 19.06.2015
რენე ფერეირა (6798)

Milani ixodeba rogorc chans albat oqriashvilis saocnebo gundi roa ar ician tu ara masac daimateben

15:39 | 19.06.2015
sabonis (9584)

პირველი შენაძენიო? აბა პორუს ფეხბურთელი შეიძინაო? არა რა სანა მილანის ფორმაში მოედანზე გამოსულს არ დავინახავ მანამ არავის ტრანსფერს არ დავიჯერება.DD

15:44 | 19.06.2015
alejandro (44439)

ჯერ ოფიციალური პრეზენტაცია ხომ არ ყოფილა? ალბათ მაგიტომ

15:40 | 19.06.2015
sabonis (9584)

პორტუს.

15:32 | 19.06.2015
italiafun-juventino (12319)

ძალიან კარგი

0.224697