სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:34 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მენთეშაშვილი დარჩა, შალამბერიძემ თურქეთში წამსვლელები დაასახელა

 

ზურაბ მენთეშაშვილი კარიერას კვლავ საფეხბურთო კლუბ “საბურთალოში” გააგრძელებს.

გამოცდილ ნახევარმცველს ქუთაისის “ტორპედო” ეპატიჟებოდა, მაგრამ იმერულ კლუბში არსებული გაურკვევლი ფინანსური მდგომარეობის გამო მან “საბურთალოში” დარჩენა გადაწყვიტა და გუნდს თურქულ შეკრებაზე გაჰყვება.

“საბურთალოელთა” პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ იმ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა, რომლებსაც თურქეთში წაიყვანს.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, ბექა ქურდაძე, ოთო გოშაძე.

მინდვრის მოთამაშეები: გაგი მარგველაშვილი, რევაზ ბარამიძე, ილია ბეროშვილი, ჯემალ ტაბიძე, დემურ ჩომახიძე, ზურაბ მენთეშაშვილი, გიორგი მამუჩიშვილი, ლადო მამუჩაშვილი, გიორგი თევზაძე, ცოტნე ნადარაია, ლუკა ბლიაძე, ლორენცო ლარკი, გიორგი ხარაიშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, დავით წოწონავა, ლევან ხორხელი, რევაზ გოცირიძე, გურამ გოშთელიანი, გიორგი წივილაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე.

შალამბერიძესთან ერთად სამწვრთნელო შტაბში არიან: დავით სოლოღაშვილი, ლაშა ნოზაძე, კახა მენთეშაშვილი, ლევან ჭულუხაძე. ექიმი არტურ გასპარიანი. დელეგაციაშია “საბურთალოს” მენეჯერი კახა კაშია.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116853