“პარი სენ ჟერმენის” 26 წლის შემტევის, ჟერემი მენეზის სამსახურით 4 კლუბია დაინტერესებული. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა L’Equipe ავრცელებს.
მენეზსა და პსჟ-ს შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი კლუბის წარმომადგენლებს პარასკევს შეხვდა და ახალი ხელშეკრულების გაფორმების პირობები განიხილა. პარიზელთა გენერალურმა დირექტორმა, ჟან-კლოდ ბლანმა მენეზს განუცხადა, რომ ფეხბურთელის სეზონის ბოლომდე არენდით გაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ის ახალ კონტრაქტს გააფორმებს. მენეზი, თავის მხრივ, თანამშრომლობის გაგრძელებაზე თანახმა იმ პირობითაა, თუ სურვილის არსებობის შემთხვევაში, მას ზაფხულში გუნდის გამოცვლის უფლება ექნება.
მენეზს, სხვა კლუბში გადასვლის სურვილის არსებობის შემთხვევაში, საქმე ასარჩევად ექნება. ფრანგი ჟურნალისტების ცნობით, მისი შეძენით დაინტერესებულნი “ლიონი”, “სენტ ეტიენი”, “მონაკო” და “ფიორენტინა” არიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არსენალი სადაა ვენგერს თავში ტვინი აქვს/? ვოლკოტი დამტვრეულოა დაითრიოს ეს
ეს მილანს უნდოდა როგორც ვიცი
ლივერპულს ეს და პასტორე დახატავდნენ მარა სადაა ასპასებს და ალენებს ვინ ათამაშებს მერე -_-
მანჩესტერს კიდე მოურა
და კავანი კიდე
კავანი და მოურა !!!! სასწაული გუნდი დადგება.. + ცენტრალური მცველი
პსჟ ზამენაზეა და სხვა გუნდში ეგებ ითამაშოს აქ შანსი არ აქვს
ე ბიჭო , ერთი ტრანსფერი ვერ გავჩარხე
მოდი ნაპოლი'ში მოდიი ! 

კარგი ფეხბურთელია მაგრამ რაღაც აკლია ვერ ერგება ვერცერთ გუნდს თავიდან აკრებს კარგად და მერე ჩერდება
ეს რა კლუბებია ტოოო. იუვეში გაასწორებს რატო უნდა დარჩეს პსჟში
დარჩენა ჯობია სადაც არის