ფეხბურთი

12:57 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მენეზი პსჟ-ს დატოვებს

 

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ჟერემი მენეზი კლუბს შეიცვლის. ამის შესახებ ფრანგმა იტალიურ მედიასაშუალელებთან საუბარში განაცხადა.

“ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ფორმის შესანარჩუნებლად, რეგულარული თამაში მჭირდება, რისი საშუალებაც აქ არ მაქვს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. პსჟ-სთან კონტრაქტი 3 თვეში მეწურება და მას ბოლომდე მივიყვან”, - განაცხადა ნახევარმცველმა.

ცნობისათვის, მენეზმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისური 19-ჯერ მოირგო და 2 გოლის ავტორი გახდა.

0.117044