ფეხბურთი

18:51 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მენეზი პსჟ-ს დატოვებას არ აპირებს

“პარი სენ ჟერმენის” შემტევი ჟერემი მენეზი აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ფრანგული კლუბის დატოვებას არ აპირებს.

“პსჟ-დან არ მივდივარ. აქ სეზონის ბოლომდე დავრჩები, რადგან თავს კარგად ვგრძნობ. მწვრთნელი მენდობა და შევეცდები ეს ნდობა გავამართლო. სხვა კლუბები? მოლაპარაკება არასდროს არავისთან მიწარმოებია, რადგან პარიზის დატოვებას არ ვაპირებ.

პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება? ამ საკითხს კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად გადავწყვეტ.” – ციტირებს მენეზის სიტყვებს L’Equipe.

ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშებაში, მენეზი 20 მატჩიდან მოედანზე მხოლოდ 9-ჯერ გამოჩნდა, აქედან 4-ჯერ ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

0.114361