ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი მანუ მენეზეში სამუშაოდ “კორინთიანსში” დაბრუნდა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი Lancenet.com.br–ი იუწყება.
სან-პაულუს აერპორტში მენეზეშს 15 გულშემატკივარი დახვდა, რომლებიც სკანდირებდნენ: “კეთილი იყოს მობრძანება” და “ყოვლისშემძლე მანუ”. ორშაბათს, მენეზეში გუნდს ოფიციალურად წარუდგინეს. პრეზენტაციას ყველა ფეხბურთელი ესწრებოდა ემერსონ შეიკის გარდა, რომელსაც ახლო ნათესავის გარდაეცვალა.
მენეზეში “კორინთიანსში” 2008-2010 წლებში მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ 185 მატჩიდან გუნდმა 103 მოიგო.