პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ტიაგუ მენდეშმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
მენდეში ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდა და ერთხანს მისი ლონდონის “ჩელსიში” გადასვლა თითქოს გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ მოლაპარაკება ბოლო მომენტში ჩაიშალა და 33 წლის ფეხბურთელი ისევ მადრიდში დაბრუნდა. გასულ სეზონში ტიაგუ მენდეშმა ესპანეთის ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კიდევ კარგი ჩელსიში რომ არმოხვდა
ათვალისწინებული ყავს ჩელსის ატლეტიკო
რა ჯანდაბათ უნდათ ეს 33 ფეხბურთელი...ვინმე კაი ახალგაზრდა დაიმატონ რო შეავსონ დანაკარგები..არ მინდა ისევ ორგუნდა ესოანეთი DDDDDDDDDDDDDDDდდდ
მეც მაგის მეშინია, ისევ 2-გუნდა არ წავიდეს.