კალათბურთი

11:12 | 8.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მემფისმა” “ოკლაჰომას” ძლევით სერიაში ანგარიში გაათანაბრა

 

დღეს გამთენიისას “მემფისმა” რას ვესტბრუკის გარეშე დარჩენილ “ოკლაჰომას” თითქმის ყველა საკალათბურთო ასპექტში აჯობა და ბრწყინვალე გუნდური კალათბურთის დემონსტრირების ხარჯზე მეტოქის ტერიტორიაზე დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა 99:93, რის შედეგადაც “გრიზლიმ” სერიაში ანგარიში გაათანაბრა(1:1), მოედნის უპირატესობაც მოიპოვა და მორიგ ორ მატჩს საკუთარ FEDEX FORUM-ზე გამართავს.

პირველ მეოთხედში სტუმრებმა “თანდერს” Mმძიმე კალათბურთი და დაბალი სათამაშო ტემპი შეთავაზეს. ზაკ რენდოლფისა და მარკ გასოლის წყვილმა კვლავ ძალზედ იოლად დაჩაგრა “ოკლაჰომას” მაღლები: კენდრიკ პერკინსი და სერჟ იბაკა. ტონი ალენი და ტაიშონ პრინსი მთელი მოედნის პერიმტრზე  ბევრ შავ სამუშაოს ასრულებდნენ, რის ხარჯზეც საწყისი 12 წუთის შემდეგ “გრიზლი” ანგარიშში წინ გახლდა 23:21.

მეორე პერიოდში სკოტ ბრუქსმა სცადა გამოეფხიზლებინა საკუთარი გუნდი. კევინ დურანტმა ჯერ ერთ ეპიზოდში ფანტასტიკური ბლოკ შოტი შემოგვთავაზა ჯარედ ბეილისზე, ხოლო საპასუხო შეტევაში მთელს “მემფისს” გადაატენა ბურთი თავზე. მას მხარი შესანიშნავად აუბა სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა უბერებელმა Dდერეკ ფიშერმა, რომელსაც სროლები წაუვიდა და 10 წუთში 13 ქულა შესძინა “ოკლაჰომას”.

მატჩის მეორე ნახევარში მასპინძლებმა მოიპოვეს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური უპირატესობა და 5 ქულიანი სხვაობითაც გაიჭრნენ წინ, თუმცა ლაიონელ ჰოლინზმა დროულად აიღო ტაიმ აუტი და პარკერტზე სასწრაფოდ  დააბრუნა მარკ გასოლი, რომელიცშესანიშნავად ირჯებოდა შეტევითი ფუნქციების შესრულებისას (24 ქულა).

დაძაბულობამ კულმინაციას მეოთხე მეოთხედის ბოლო წუთებზე მიაღწია, როდესაც მაიკ ონლიმ “აიწყვიტა” და ზედიზედ სამ შეტევის წარმატებით დასრულების შემდეგ საკუთარი მონაგარი 26 ქულამდე აიყვანა. “ოკლაჰომამ” ბოლო ძალები მოიკრიბა და შტურმზე გადავიდა, თუმცა ჯერ კენდრიკ პერკინსმა დაკარგა ბურთი, შემდეგ ფიშერმა, ხოლო ბოლოს კევინ დურანტმა, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა კიდეც მათი დამარცხება.

“ნიუ იორკმა” აღარ გაიმეორა “ინდიანასთან” სერიის პირველ მატჩში დაშვებული შეცდომები და აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალის რიგით მეორე დაპირისპირებაში ძალზედ დამაჯერებლად დაამარცხა მეტოქე 105:79. თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე სამი მეოთხედის შემდეგ “ნიქსმა” უკანასკნელ 12 წუთში “პეისერსს” 33:13 გაქცევა მოუწყო და გამარჯვებულის ბედიც გადაწყვიტა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კარმელო ენტონი გახდა, რომლის ანგარიშზეც 32 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გახლდათ. “ინდიანას” რიგებში კი გამორეული ახალგაზრდა პოლ ჯორჯი იყო 20 ქულით.

 ნიუ იორკი – ინდიანა 105:79 (29:20, 18:22, 25:24, 33:13)

ნიუ იორკი: პრიჟიონი (10), ფელტონი (14), ჩენდლერი (8), შამპერტი (15), ენტონი (32); სმიტი (8), კიდი, მარტინი (10), კოუპლენდი, ნოვაკი, რიჩარდსონი (6), ვაითი (2)

ინდიანა: სტივენსონი (9), ჰილი (12), ჰიბერტი (6), ვესტი (13), ჯორჯი (20); ტ. ჰენსბრო (2), იანგი (2), ოგუსტინი (4), მაინმი, პენდერგრაფი, ბ.ჰენსბრო, გრინი (7), ჯონსონი (4)

სერიაში ანგარიში 1:1

 

ოკლაჰომა – მემფისი 93:99 (21:23, 30:31, 23:15, 19:30)

ოკლაჰომა: ჯექსონი (10), სეფალოშა (7), პერკინსი (4), იბაკა (11), დურანტი (36+11მ+9პ); მარტინი (6), კოლისონი, ტაბიტი, ფიშერი (19)

მემფისი:  კონლი (26+10მ+9პ), ალენი (12), გასოილ (24), რენდოლფი (15), პრინსი (4); ბეილისი (7), არტური (2), როტენი (2), პოინდექსტერი 95), დევისი (2), დულინგი

 

სერიაში ანგარიში 1:1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170551