აშშ-ის ქალაქ მემფისში წარმომაგენლობითი საჩოგბურთო ტურნირი დასრულდა.
ქალთა ბადეში ფინალში მოულოდნელად გავიდა მსოფლიოს 71-ე ჩოგანი, ახალზელანდიელი მარინა ერაკოვიჩი, რომლის მეტოქე გერმანელი საბინ ლისიცკი გახლათ.
შეხვედრა 27 წუთს გაგრძელდა. ერაკოვიჩმა პირველი სეტი ძალზე დამაჯერებლად, 6:1 მოიგო, მეორე სეტის სტარტზე კი მისმა მოწინააღმდეგემ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო უარი განაცხადა მატჩის გაგრძელებაზე და მარინამ კარიერაში ჭთA-ს პირველი ტიტული დაისაკუთრა. 24 წლის ახალზელანდიელი ტურნირის მოგებისთვის 40000 ამერიკულ დოლარს და 280 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
წყვილთა თანრიგში, როგორც მოსალოდნელი იყო, ძმებმა ბრაიანებმა ფინალურ მატჩში ძალზე იოლად დაამარცხეს თანამემამულეების, ჯეიმს ბლეიკისა და ჯეკ სოკის დუეტი ანგარიშით 6:1, 6:2 და კარიერაში 87-ე ტიტული მოიგეს. ბობ და მაიკ ბრაიანები დამაჯერებლად ლიდერობენ მსოფლიო რეიტინგს და დღევანდელი წარმატებით უფრო მეტად განიმტკიცეს ლიდერობა, შეიმატეს რა რეიტინგში 500 სარეიტინგო ქულა და საკუთარი ბიუჯეტი 86200 ამერიკული დოლარითაც შეავსეს.