ჭადრაკი

13:54 | 18.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მელიას მორიგი აღიარება

ქართველი მოჭადრაკე სალომე მელია (2454) მეხუთე ქართველი ქალი გახდა, რომელსაც ვაჟთა შორის უმაღლესი საერთაშორისო წოდება მიენიჭება. შეგახსენებთ, რომ სალომემ ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში დასრულებული ევროპის მე-15 ინდივიდუალური ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ამას გარდა, ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის ნორმა მესამედ შეასრულა.

ისიც ვთქვათ, რომ ქართულ ჭადრაკში პირველი ქალი დიდოსტატი ვაჟებში ნონა გაფრინდაშვილი იყო, შემდეგ მაია ჩიბურდანიძე, ბოლო წლებში  კი – ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, მელიამ 11-დან 8 ქულა მოაგროვა და ევროპირველობაზე მე-3 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ სალომე ერთადერთი ქართველი ქალი-მოჭადრაკეა, რომელმაც კლასიკურ ჭადრაკში მეორე ევროპული მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, მელია შარშანდელი ქალთა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახლდათ.

ჩემპიონატში ასევე წარმატებით იასპარეზეს  და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს: ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა, ნინო ხურციძემ. მერვე ადგილზე გავიდა ლელა ჯავახიშვილი, თუმცა, მას ისევე როგორც მერი არაბიძეს, შარშანდელი ევროჩემპიონატიდან უკვე მოპოვებული ქონდა მსოფლიოს ლიცენზია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სატურნირო სიის  1-12 ადგილზე 5 ქართველი მოჭადრაკე გავიდა.

ევროპის ჩემპიონის ტიტულს 9 ქულით დამაჯერებლად დაეუფლა ვალენტინა გუნინა (რუსეთი). 8.5 ქულით მეორე ადგილზე კი ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) გავიდა.

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

3. სალომე მელია (2454) – 8 ქულა

6. ნანა ძაგნიძე (2541) – 7,5

7. ნინო ბაციაშვილი (2417) – 7,5

8. ლელა ჯავახიშვილი (2474) – 7,5

12. ნინო ხურციძე (2460) – 7,5

18. მერი არაბიძე (2406) – 7.0

19. სოფიკო გურამიშვილი (2402) – 7.0

25. სოფიო გვეტაძე (2356) – 6,5

84. მადონა ბოკუჩავა (2027) – 5.0

პირველ თოთხმეტ ადგილზე გასულ მონაწილეებს ქალთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება ერგოთ.

0.108273