ჭადრაკი

16:46 | 4.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მელია ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

 

პირველად ქართული ქალთა ჭადრაკის ისტორიაში სალომე მელიამ (2428) ევროპული პირველობის ვერცხლი მოიპოვა!

ბელგრადში დასრულებულ ევროპის ქალთა რიგით მე-XIV ჩემპიონატი წარმატებული აღმოჩნდა ბათუმელი მოჭადრაკისთვის, სალომემ 11-დან 8 ქულით ბელა ხოტენაშვილთან და სხვა მოჭადრაკეებთან ერთად II-VI ადგილები გაინაწილა და დამატებითი  მაჩვენებლებით, ვერცხლის მედალი და მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის საგზურთან ერთად მოიპოვა.

მელიას გარდა მსოფლიო პირველობის საგზურები მერი არაბიძემ (2320) და ლელა ჯავახიშვილმაც (2465) დაიჯაშვნეს, რომელთაც 7.5-7.5 ქულით, შესაბამისად, მეცხრე და მეჩვიდმეტე პოზიციები ერგოთ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, ქართველი ქალების საუკეთესო შედეგი ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ქეთევან არახამიას ბრინჯაო გახლდათ.

ტურნირის გამარჯვებული უნგრეთის სახელით მოასპარეზე ვიეტნამელი ჰოანგ ტრანგი (2467) გახდა, რომელმაც 11 ტურში 9.0 ქულა მოაგროვა და უახლოეს მდევრებს ქულით გაუსწრო.

www.gcf.org.ge

0.118321