“ფულემის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის რენე მელენსტენის აზრით, მისი თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ ემოციურ ფონზე მიიღო. ჰოლანდიელ სპეციალისტს კონტრაქტი გუშინ გაუწყვიტეს და ახალ მთავარ მწვრთნელად ფელიქს მაგათი დანიშნეს.
“გუნდის ხელმძღვანელობა პანიკაში ჩავარდა. შეეშინდათ, რომ ვეღარ შევძლებდი სიტუაციის გამოსწორებას და “ფულემი” პრემიერლიგიდან გავარდებოდა. მე აქცენტს პერსპექტივაზე ვაკეთებდი.მათ კი შედეგი დღესვე სურთ” – განაცხადა მელენსტენმა.