ავსტრალიის ღია პირვერლობის ქალთა ტურნირის პირველი ნახევარფინალისტები ჩინელი ნა ლი და კანადელი ეჟენი ბუშარი გახდნენ. აზიელმა საათსა და 7 წუთში იტალიელ ფლავია პენეტას 6:2, 6:2 მოუგო, 19 წლის ბუშარმა კი სერბ ანა ივანოვიჩს 5:7, 7:5, 6:2 სძლია.
“მეოთხედფინალისთვის დღენახევარი ვემზადებოდი და კარგი თამაშის ჩვენებაც მოვახერხე. კარგია, ნახევარფინალში სერენასთან რომ არ მომიწევს შებმა, თუმცა, ნებისმიერი მეტოქე საშიშია და მომავალი პაექრობისთვის უდიდესი პასუხისმგებლობით მოვემზადები”, - განაცხადა ლიმ ნახევარფინალში გასვლის შემდეგ.
შეგახსენებთ, 2011 და 2013 წლებში ნა ლიმ ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.
19 წლის ეჟენი ბუშარმა სერენა უილიამსის დამმარცხებელ ანა ივანოვიჩს მოუგო. ბუშარი პირველად მონაწილეობს ავსტრალიის ჩემპიონატის ძირითად ბადეში და პირველივე ცდიდან დიდ წარმატებას მიაღწია. ეჟენი კარიერის განმავლობაში მეორედ შეხვდა ივანოვიჩს და მეორედაც მოახერხა მისი დამარცხება.