კალათბურთი

21:17 | 19.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეგობრებმა დუდუ დადიანი გაიხსენეს

დღეს, 19 მაისს,  ვეტერანმა კალათბურთელებმა მათი მეგობარი, ამ ქვეყნიდან უდროოდ წასული კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, დუდუ დადიანი მის დაბადების დღეს გაიხსენეს. ვეტერანი კალათბურთელები სპორტკომპლექს „არენაში“ შეიკრიბნენ და ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს. ყველა მათგანს ზურგზე „დუდუ“  და მისი ნომერი 13 ეწერა. ვეტერანი კალათბურთელები „თეთრების“ და „ლურჯების“ გუნდებად იყვნენ გაყოფილები. „თეთრებს“ სერგო იშხნელი,  ხოლო „ლურჯებს“ ზურაბ ტომარაძე ხელმძღვანელობდა. როგორც ასეთ შემთხვევაში ხშირად ხდება, მატჩი ფრე 74:74 დასრულდა. გთავაზობთ გუნდების შემადგენლობას:

თეთრები: არჩილ ჟღენტი, ზაზა ცაგარეიშვილი, მიხეილ ბერუაშვილი, ვახტანგ ნაცვლიშვილი, ამირან სხიერელი, რევაზ ჩხეიძე, გია სანაძე, ლევან წულაია, რამაზ გოგობერიშვილი

მთავარი მწვრთნელი: სერგო იშხნელი

ლურჯები: ნოდარ ქორქია, ზაზა ღონღაძე, კოტე ტუღუში, პაატა გურასპაული, გია ბერუაშვილი, ამბროსი ორმოცაძე, მამუკა ტურაშვილი, ალეკო პეტრიაშვილი, დავით ღლონტი, ლადო ჩიხლაძე, ზურაბ დარახველიძე.

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ტომარაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.259158