ჭადრაკი

22:10 | 23.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეექვსე ტურში მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდი დაფიქსირდა

ვერის ბაღში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა 71-ე ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურში მიმდინარე ასპარეზობის რეკორდი დაფიქსირდა. ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ნინო ხომერიკისა და ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ინგა ხურცილავას შეხვედრა 5 საათ ნახევარზე ცოტა მეტი გაგრძელდა. აღნიშნულ ჩემპიონატში ხშირი იყო შემთხვევა როცა რამდენიმე პარტიის ხანგრძლივობაm 5 საათს გადააჭარბა, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში არავის უთამაშია. საბოლოოდ, ხომერიკმა შეძლო წარმატების მოპოვება და მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. მომდევნო, მე-7 ტურში ხომერიკს მორიგი გამარჯვებa გაუჭირდება, რადგან იგი შავებით ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიdერ ლელა ჯავახიშვილს ეთამაშება. ამ უკანასკნელმა მე-6 ტურში შავებით ქვეყნის მოქმედ ვიცე-ჩემპიონ ნინო ბაციაშვილს მოუგო, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატში მისთვის სასურველ შედეგს ვერ აჩვენებს და აუტსაიდერთა შორის იმყოფება. აღნიშნულ ტურში დიდ ინტერესს იწვევდა ეროვნული ნაკრების წევრების ნინო ხურციძისა და ბელა ხოტენაშვილის შეხვედრა, რომელიც ყაიმით დასრულდა.

მე-6 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

მერი არაბიძე - ნანი უნაფქოშვილი  1:0

ნინო ხურციძე - ბელა ხოტენაშვილი  0.5:0.5

ნინო ბაციაშვილი - ლელა ჯავახიშვილი  0:1

ნინო ხომერიკი - ინგა ხურცილავა  1:0

სოფიო გვეტაძე - ანა კუჭავა  1:0

სოფიო გურამიშვილი - სოფიკო ნიკოლაძე  1:0

მე-7 ტურის შეხვედრათა განრიგი

ნიკოლაძე - არაბიძე

კუჭავა - გურამიშვილი

ხურცილავა - გვეტაძე

ჯავახიშვილი - ხომერიკი

ხოტენაშვილი - ბაციაშვილი

უნაფქოშვილი - ხურციძე

სატურნირო მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ

ჯავახიშვილი - 5,5 ქულა

ხოტენაშვილი - 4,5

ხურციძე - 4

არაბიძე - 4

გვეტაძე - 4

გურამიშვილი - 3,5

ხომერიკი - 3,5

კუჭავა - 2

ბაციაშვილი - 2

ხურცილავა - 1

ნიკოლაძე - 1

უნაფქოშვილი - 1

0.112827