ძიუდო

16:25 | 2.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მედლებისთვის ბრძოლას 6 ქართველი შემორჩა

სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ღია ტურნირზე პირველ სამ წონით კატეგორიაში წინასწარი შეხვედრების შემდეგ, მედლებისთვის ბრძოლას 12 ქართველი ძიუდოისტიდან 6 აგრძელებს.
60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილი და პაატა მერებაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ. ფინალის საგზურისთვის პაპინაშვილი ყაზახ იელდოს სმეტოვს დაეჭიდება, ხოლო მერებაშვილი – იაპონელ შინჯი კიდოს. ამავე წონაში, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ვაჟა მარგველაშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, სმეტოვთან წაგებით, და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც ყაზახი რუსტამ იბრაიევი ეყოლება მეტოქედ. გიორგი ბროლაშვილმა კი პირველივე წრეში წააგო ებრაელ იდო ბართან.
66 კილოგრამში სამეულისთვის ბრძოლას თორნიკე თათარაშვილი და ტრისტან ფეიქრიშვილი შემორჩნენ. თათარაშვილი სამი შეხვედრის მოგების შემდეგ ნახევარფინალშია და ბელარუს დმიტრი შერშანთან შესახვედრად ემზადება. სწორედ შერშანმა მოუგო მეოთხედფინალში ფეიქრიშვილს და დამამშვიდებელ ეტაპზე გაისტუმრა, სადაც ქართველი ძიუდოისტი უკრაინელ ანდრეი ბურდონს დაუპირისპირდება. მინდია ლილუაშვილი ტურნირს მეთექვსმეტედფინალიდან გამოეთიშა, ვანიკო თოთლაძე – მერვედფინალიდან
73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში კი მედლის შანსს მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილი ინარჩუნებს – რეპეშაჟის ნახევარფინალში იაპონელ ტაკენორი ნაკამურას უნდა შეხვდეს. გიორგი პაპუნაშვილისა და არსენ მაჭარაშვილისთვის დაუძლეველი ბარიერი მერვედფინალი აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების წევრი ნუგზარ ტატალაშვილი კი სულაც, ტატამზე ერთადერთხელ გავიდა – ირანელ ელიას ალიაკბართან შეხვედრისას მეტოქეს უწყინარ სიტუაციაში ხელი ჰკრა და უმალ მოხსნეს.
გადამწყვეტი ბრძოლები 17 საათიდან დაიწყება.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162914