საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, გასულ უქმეებზე, საბერძნეთის ქალაქ მუდანიაში გამართულ ევროპის თასზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. მთავარმა მწვრთნელმა, გია გუგავამ ბერძნულ ტატამზე 31 შეგირდი გაიყვანა და მათგან 11 კვარცხლბეკზეც ავიდა. ქართველმა ახალგაზრდებმა 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ევროპის თასი წაუგებლად გიორგი მესაბლიშვილმა (55 კგ), შალვა ნინიძემ (81 კგ), გიორგი მერმანიშვილმა (90 კგ) და ლევან მათიაშვილმა (+100 კგ) ჩაამთავრეს. ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) მხოლოდ ფინალში დამარცხდა, ბრინჯაოს პრიზიორები კი ლერი ჭელიძე (55 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (60 კგ), ოთარ არჩვაძე (66 კგ), გიორგი ცნობილაძე, ელგუჯა ბიბილაშვილი (ორივე 100 კგ) და უშანგი კოკაური (+100 კგ) გახდნენ.
გუგავას გუნდი საბერძნეთში კიდევ 3 დღე დარჩება და ერთობლივ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.
ოთარ მაღლაკელიძე







