ასე გამოეხმაურა ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგი სეზონის ფინიშს. კარგა ხანია ცნობილი გახლდათ, რომ ზაზას “მილუოკი ბაქსი” პლეი ოფში ვერ გააღწევდა, ამდენად, “ბაქსმა” სეზონის უკანასკნელი მატჩი რეგულარულ პირველობის მიწურულს “
მილუოკელთა დასკვნით მატჩს მშობლიურ “ჰარის ბრედლი სენთერში” 13 111 მაყურებელი დაესწრო და გამარჯვების იმედიც ბოლომდე ჰქონდა. “ბაქსი” ფაჩულიას ყოფილ კლუბს უკანასკნელ მეოთხედამდე უგებდა, თუმცა, სეზონში 67-ე მარცხს (15 მოგების წილ) მაინც ვერ გადაურჩა – 103:111. არახალია, რომ ეს შედეგი მილუოკელთა ისტორიაში უცუდესი შედეგია და რეგულარული სეზონის აუტსაიდერის როლიც გასაკვირი არ ყოფილა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 21:13 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩაგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. მასპინძელთა თავკაცმა ლარი დრიუმ სულ 8 კალათბურთელი დატვირთა, მათგან საუკეთესო კი ბრენდონ ნაიტი იყო 31 ქულით.
საბოლოოდ, მიმდიმარე სეზონში ტრავმებით გაწამებულმა ფაჩულიამ “ბაქსის” 82 მატჩიდან მონაწილეობა 53-ში მიიღო და მოედანზე საშუალოდ 24:59 წუთს ატარებდა. ზაზას საშუალო მონაგარი 7.7 ქულა, 6.3 მოხსნა და 2.6 პასი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ შედეგიანობის მიხედვით, ქართველ ცენტრს უკეთესი შედეგი, 11 სეზონის განმავლობაში, მხოლოდ 3-ჯერ ჰქონდა, მოხსნებში უკეთესი მაჩვენებლები 4-ჯერ დააფიქსირა, პასების მხრივ კი ასეთი ნაყოფიერი შედეგი არასდროს ჰქონია.
რაც მთავარია, ფაჩულიამ სეზონის ტრავმის გარეშე დაასრულა და სავარაუდოა, რომ სრულ მზადყოფნაში შეხვდება სანაკრებო ციკლს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი აგვისტოდან 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაებმება და ნაკრების კაპიტნის დახმარება ძალიან დასჭირდება.
რაც შეეხება “მილუოკის”, სადაც ზაზამ კიდევ ორი სეზონი უნდა გაატაროს. წარუმატებელი სეზონის დასრულებისთანავე, კლუბის მფლობელმა ჰერბ კელმა სპეციალური პრეს-კონფერენცია ჩაატარა, სადაც დაადასტურა, რომ 550 მილიონის სანაცვლოდ, “ბაქსის” გაყიდვას დასთანხმდა.
კლუბის ახალი მფლობელები მილიარდერები უესლი იდენსი და მარკ ლასრი იქნებიან, თუმცა კი, ამ გარიგებაზე უახლოეს დღეებში დასტური ლიგის მფლობელთა საბჭომაც უნდა თქვას.
ცნობილი გახდა ისიც, რომ უკვე მოძველებული “ჰარის ბრედლი სენთერის” სანაცვლოდ, “ბაქსისთვის” ახალი სარბიელი აშენდება და აღნიშნულისთვის 100 მილიონ დოლარს კელიც გაიღებს, რომელიც “ბაქსში” მცირე წილს მაინც შეინარჩუნებს. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი “მილუოკის” მფლობელი 1985 წელს გახდა და მაშინ, კლუბის ყიდვა მხოლოდ 18 მილიონი დოლარი დაუჯდა.