ფეხბურთი

18:00 | 18.04.2014 | ნანახია 546 - ჯერ

MD: “ბარსელონა” დე ბურის, ლუის ენრიკეს, ვალვერდესა და ხემესის კანდიდატურებს განიხილავს

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ხერარდო მარტინოს გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ აქამდეც არაერთხელ დაწერილა. არგენტინელი სპეციალისტის პოტენციურ შემცვლელად არაერთი კანდიდატურა დასახელდა. დღეს, კატალონიურმა Mundo Deportivo-მ ახალი ოთხეული შემოგვთავაზა, რომელსაც ლუის ენრიკე, პაკო ხემესი, ერნესტო ვალვერდე და ფრანკ დე ბური შეადგენენ.

ბოლო დროს, ტატა მარტინოს მომავალთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ზოგი წყაროს ცნობით, არგენტინელმა კლუბის ზაფხულში დატოვების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ მიიღო. სხვა ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ მარტინო “ბარსელონადან” იმ შემთხვევაში წავა, თუ გუნდი უტიტოლოდ დარჩება, რასთანაც კატალონიელები ძალიან ახლოს არიან. კიდევ ერთი ინფორმაციით, მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებას “ბარსას” ხელმძღვანელობა აპირებს. ამ ცნობებს საერთო ის აქვთ, რომ ნებისმიერი მათგანის გამართლების შემთხვევაში, მარტინოსა და “ბარსელონას” გზები გაიყრება.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, 51 წლის სპეციალისტის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატი ერნესტო ვალვერდეა, რომელსაც “ბარსელონას” პირველად არ უკავშირებენ. მისმა სახელმა 2012 წელს, პეპ გვარდიოლას შემცვლელთა შორის გაიჟღერა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, ვალვერდეს უკვე ვილანოვას პოტენციურ შემცვლელად მოიხსენიებდნენ. 50 წლის ესპანელი სპეციალისტი, ამჟამად, “ბილბაოს” წვრთნის და ბასკურ გუნდს, დიდი ალაბთობით, ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს.

მარტინოს შეცვლის კიდევ ერთი კანდიდატი ლუის ენრიკეა, რომელიც “ბარსელონას” ძალიან კარგად იცნობს. მან საფეხბურთო კარიერა კატალონიურ კლუბში დაამთავრა, ხოლო მწვრთნელობა “ბარსა ბ”-ში დაიწყო. ენრიკე “სელტას” წვრთნის და წარმატებითაც – ვიგოელებს გასავარდნ ზონასთან 6 ქულა აშორებთ.

ლუის ენრიკეს მსგავსად, “ბარსელონას” კარგად იცნობს ფრანკ დე ბური, რომელიც კატალონიურ კლუბში 4 წლის განმავლობაში თამაშობდა. ჰოლანდიელი სპეციალისტი, 2010 წლიდან, “აიაქსს” წარმატებით წვრთნის. ის ამსტერდამულ გუნდს ჰოლანდიაში ზედიზედ მეოთხედ გაჩემპიონებისკენ მიუძღვება.

“ბარსელონას” სიაში პაკო ხემესის მოხვედრა, ერთი შეხედვით, გასაკვირია, მაგრამ თუ მის მიერ გაწვრთნილი “რაიოს” თამაშს დავუკვირდებით, ხემესს “ბარსელონას” სტილთან შეგუება არ უნდა გაუჭირდეს. მის მიერ გაწვრთნილი გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ უფრო საყურადღებო სხვა რამაა – “რაიო”, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ბურთს მატჩში საშუალოდ 59% ფლობს, რაც “ბარსელონას” შემდეგ მე-2 შედეგია. კატალონიელებთან პირველ წრეში ჩატარებული მატჩის დროს, “რაიოს” ბურთის ფლობაში უპირატესობა ჰქონდა. ამ კომპონენტში “ბარსამ” 2008 წლის გაზაფხულის შემდეგ პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად წააგო. ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, 44 წლის სპეციალისტი “ბარსელონას” სათამაშო სტილის მიმდევარია.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:17 | 25.12.2018
RHP (3623)

4 ქულა კაია მარა ეს არაფერს არ ნიშნავს მთავარი ისაა რომ სიტის უძლეველობის კომპექსი ჩელსიმ და ახლა პალასმა ძირს დასცეს ყველა ვერ მოუგებს მაგრამ აქამდე თუ უბრალოდ იდგნენ სიტისთან მოედანზე (მაგალითად სოტონი ვესტჰემი და კიდე რამდენიმე საერთოდ უმოძრაოდ მოგებული თამაში ჰქონდათ წელს) ახლა მიხვდებიან რო ბრძოლას მაინც აქვს აზრი მთავარი ესაა
ეტიჰადამდე 4 ქულა ნამდვილად უნდა შევინარჩუნოთ რომ სიტი ვაიძულოთ ბოლომდე შემოგვიტიოს ენფილდზე საერთოდ სხვა თამაში ითამაშა პეპმა უფრო კონტრაზე და ჩაკეტილი თამაშის მერეც განაცხადა მხოლოდ გიჟი თუ გახსნის ლივერპულთან ბოლომდე თამაშსო მაგიტომაც ვერაფერი ვერ ქნა ლივერპულმა სიტის კი იმკონტრაზეც კი შეექმნა შანსები მაგალითად პენალტი შემთხვევითOბა იყო მაგრამ მაინც კონტრშეტევა იყო ახლა კი მოუწევს თავის თავზე გადახტომა პეპიკოს და მანდ შეიძლება დაჭერა ნუ პირველი წრისგან განსხვავებით უფრო მეტი შანსი გვექნება დარწმუნებული ვარ
მანჩესტერს წარმატებები :დ არაა ჩვენი კონკურენტი ამ ეტაპზე

18:47 | 23.12.2018
ogafa (10220)

კია დაქოქილი ჯერჯერობით

14:32 | 23.12.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

ლივერპულის 4 ქულიანი ფორა უკვე თემაა. ეხლა მთავარია საშობაო DეDისტ***ნა გადააგორონ ღირსეულად კლოპის ბიჭებმა და დანარჩენს პახოდუ მოევლება.
მთავარია ყველანაირი რესურსი არსებობს, რომ სიტისთან ბოლომდე იბრძოლონ.

14:24 | 23.12.2018
armenakich13 (577)

კაცი დანიშნული არ იყო და უკვე ზოგი ექსპერტი აუ როდის გაუშვებენ აუ ნეტა ვინ შეცვლის ნეტა პსჟ რა ანგარიშით გაანადგურებს, მანჩესტერს კიდე ასეთი გამოუცდელი ტრენერი უნდოდა და ა.შ . დავიწყოთ მისი შედეგებით კაცმა 13 წლიანი პაუზის შემდეგ მიოლდე გაიყვანა ევროტურნირებზე საკვალიფიკაციოებზე ჰყავს გაგდებული ისეთი გუნდები როგორეებიცაა ჰერენვენი და სტანდარტი ხოლო იმ ჯგუფში გავიდა პირველზე სადაც იყვნენ : ფენერბაჰჩე, აიაქსი და სელტიკი, წლევანდელ სეზონში კი პლეიოფში რა ბრძოლა გაუმართა ზენიტს.... მიოლდე 2ჯერ ჩემპიონი გახადა ნორვეგიის 2ჯერ ვიცეჩემპიონი, აქვს სუფთა მანჩესტერული შემტევი ტაქტიკა და სტრატეგია არის ძალიან ელეგანტური მწვრთნელი და ზის მანჩესტერის ფილოსოფიაში, ხოდა კიდე ზიდანი როცა რეალში დაინიშნა რა სამწვრთნელო მიღწევები ჰქოონდა?! იყო რეალის მეორე გუნდის მწვრთნელი და ანჩელოტის ასისტენტი მაგრამ კაცმა ზედიზედ 3 ჯერ დადო ჩ.ლიგა ასე რომ დრო გვიჩვენებს რო ეს კაცი მართლაც ძაალიან კარგი მწვრთნელია და მჯერავს მანჩესტერში ბევრ და კარგ სეზზონებს ჩაატარებს. ეიფორიაში ჩავარდნა არ ღირს რადგან ეს მხოლდ კარდიფი იყო მაგრამ მე ამ კაცის მჯერავს

13:20 | 23.12.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

4ქულა სიტი ლივერპულამდე თუ შენარჩუნდა კაია

11:29 | 23.12.2018
Digmeli (188)

კარდიფთან თამაში დიდი საზომი ვერააა მაგრამ ესე ლამაზი თამაში დასაფასებელია. სწორი შემადგენლობა და მოტივაცია. ლოვერპულს კარგი საჩუქარი გაუკეთეს 4 ქულა ცოტა წნეხს მოუხსნის.

02:14 | 23.12.2018
BATIGOLI 9. (4375)

მკვლელი ბავშვის სახით

01:51 | 23.12.2018
lagashi (6738)

ვიცოდი რომ კარგი მატჩი გამოვიდოდა..

01:16 | 23.12.2018
XoMe (1384)

ყოველშემთხვევაში ფეხბურთს მაინც თამაშობდნენ, დანარჩენი ვნახოთ : )

0.060615
546