ავტოსპორტი

18:08 | 17.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

მცხეთაში მრბოლებმა “რომპეტროლის” საწვავი გადაინაწილეს

17 ოქტომბერს, “რომპეტროლის სეზონი 2010”-ის ფარგლებში, მცხეთაში, პროფესიონელებსა და მოყვარულთათვის წყვილთა შორის საავტომობილო რბოლა გაიმართა.
რბოლამ სტარტი მცხეთაში, ამფითეატრის ტერიტორიაზე აიღო. პირველი ეტაპზე შეჯიბრი პროფესიონალებს შორის გაიმართა (სულ 14 მრბოლი), ხოლო მოგვიანებით, რბოლაში მოყვარულებიც ჩაერთვნენ (სულ 35). “რომპეტროლ საქართველოს” ხელშეწყობით, საავტომობილო ფედერაციამ იმ მოყვარულებს მისცა მონაწილეობის საშუალება, რომლებსაც უკვე გააჩნიათ საავტომობილო ფედერაციის მიერ გაცემული ლიცენზია.
საგანგებოდ ამ დღისთვის, “რომპეტროლ საქართველომ” საპრიზო ფონდი გაზარდა და გამარჯვებულთათვის 1000 ლიტრი საწვავი დააწესა. ასპარეზობის შემდეგ, პროფესიონალებსა და მოყვარულებს შორის, საწვავი თანაბრად, სხვადასხვა საპრიზო კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა.
გუშინდელისგან განსხვავებით, დღეს პროფესიონალ მრბოლებს გაუმართლათ და მზიანი ამინდი დაუდგათ. შესაბამისად, შეჯიბრმაც კარგად ჩაიარა და სარბოლო ტრასის მიმდებარე ტერიტორია არც მაყურებელთა სიმცირეს განიცდიდია.
რაც შეეხებათ მოყვარულ ავტომრბოლებს, მათი რბოლის დასაწყისისთვის ამინდი გაუარესდა, თუმცა, შეჯიბრი არ გადადებულა.
“რომპეტროლ საქართველოს” გენერალური დირექტორის, ალექსანდრე ალბინის განცხადებით, კომპანია მიესალმება ავტოსპორტის, როგორც პროფესიონალურ, ასევე სამოყვარულო დონეზე პოპულარიზაციას და ყოველთვის მზადაა, წაახალისოს ის ადამიანები, რომლებსაც საავტომობილო რბოლებში მონაწილეობის სურვილი გააჩნიათ. “რომპეტროლ საქართველო” ავტოსპორტის აქტიური მხარდამჭერია და საავტომობილო ფედერაციას სპორტის ამ სახეობის აღორძინებაში უკვე  3 წელია ეხმარება. გვიხარია, რომ მის განვითარებაში “რომპეტროლს” დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ხოლო მრბოლთა წარმატებები სტიმულს გვაძლევს, მოყვარულებსაც მივცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ისეთი ტიპის შეჯიბრში, როგორიც მცხეთაში იმართება. ამიტომაც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, საპრიზო ფონდისთვის “რომპეტროლმა” 1 ტონა საწვავი გამოყო”, – ეს ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა ალბინმა.
შეჯიბრის მსვლელობისას, აღინიშნა, რომ კარგი იქნებოდა თუკი, “რომპეტროლის” გარდა, სხვა სპონსორებიც გამოთქვავდნენ სპორტის ამ სახეობის დაფინანსების სურვილს, რათა ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზეც მოსინჯონ ძალები.
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე: “წლეულს პირველად განხორციელდა სარბოლო შეჯიბრი მცხეთაში. ტერიტორიულად ძალიან კარგი ადგილია, რადგან რამდენიმე კომპონენტია ერთად შერწყმული (ასვალტი, ხრეში, ტალახი) და კარგი საშუალებაა, ტექნოლოგიების დასახვეწად. რუსთავის სარბოლო ტრასა მხოლოდ წრიული შეჯიბრისთვისაა განკუთვნილი, აქ კი წყვილთა შორის ხვდებიან პროფესიონალები და მოყვარულები, რომლებიც უკეთ შეამოწმებენ საკუთარ შესაძლებლობებს. ამასთან, თვალსაჩინოა ფინიშთან მისული მანქანაც”.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლიდან ავტოსპორტის გენერალური სპონსორი “რომპეტროლ საქართველოა”. კომპანია ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს მრბოლებს საწვავით, ასაჩუქრებს გამარჯვებულებს და ტრადიციად აქცია მათი წარმატების შეჯამება გალა-დაჯილდოვების ცერემონიალზე, რომელიც ყოველი ახალი ეტაპის დაწყებამდე ტარდება.
გთავაზობთ გამარჯვებულთა ვინაობას პროფესიონალ მრბოლებს შორის, რომელიც ორ კლასად გადანაწილდა:
2000-მდე კლასში გამარჯვებულები

1. ოვანეს კოგოსოვი – 100 ლიტრი საწვავი
2. დავით მენთეშაშვილი – 50 ლ.
3. ოთარ ალაშვილი – 50 ლ.
აბსოლუტური
1. ოთარ თავართქილაძე – 150 ლიტრი საწვავი
2. გოგა არჯევანიძე – 100 ლ.
3. ბესო ბოჭორიშვილი-სანდრო ფხაკაძე – 50 ლ.

 

მაკა თოიძე

0.089673