ჭადრაკი

0:46 | 24.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილმა მესამეზე დაასრულა

ქართველმა მოჭადრაკე მიხეილ მჭედლიშვილმა (2621) უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართული საერთაშორისო ტურნირი მე-3 ადგილზე დაასრულა.

გეორგი აგზამოვის მემორიალის დასკვნით მე-9 ტურში მჭედლიშვილი სომეხ არმან პაშიკიანს (2626) დაუზავდა და ამ უკანასკნელის, იური კუზუბოვის (უკრაინა, 2648) და პაველ სმირნოვის (რუსეთი, 2626) დარად, 7.0 ქულა მოაგროვა.

დამატებითი მაჩვენებლებით, მიხეილი მე-3 პოზიციაზე აღმოჩნდა, მეორეზე კუზუბოვი გავიდა, ჩემპიონი კი ინდოელი აბიჯეეტ გუპტა (2619) გახდა, რომელმაც ბოლო ტურში შავებით ოლეგ კორნეევი (ესპანეთი, 2618) დაამარცხა და თავი 7.5 ქულას მოუყარა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოჭადრაკემ უზბეკური ტურნირი დაუმარცხებლად დაასრულა. მან საწყისი 5 პარტია მოიგო, შემდეგ კი ზედიზედ 4-ჯერ ყაიმი დააფიქსირა.

აგაზომოვის მემორიალის საპრიზო ფონდი 20 ათასი დოლარი გახლდათ, საიდანაც გამარჯვებულმა 4 ათასი მიიღო, მჭედლიშვილს კი 2 ათასი ერგო.

0.116517